ცნობილი რუსი მომღერალი და მსახიობი ჟანა ფრისკე 40 ასაკში გარდაიცვალა. ამ ცნობას რუსული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ. 2013 წლის ზაფხულიდან მოყოლებული ფრისკე თავის ტვინის სიმსივნეს ებრძოდა. პოპულარული მომღერალი და მოდელი ბოლო სამი თვე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.