თბილისში, სვანაძის ქუჩაზე და ვერეს ხეობაში რამდენიმე წუთის წინ ევაკუაცია გამოცხადდა.
ამ წუთებში ქუჩას ადგილობრივი მოსახლეობა, მოხალისეები, მაშველები და სპეციალური ტექნიკა ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
ევაკუაციის მიზეზი მოსალოდნელი ამინდის გაუარესებაა. უახლოეს წუთებში ადგილზე სეტყვას და ძლიერ წვიმას პროგნოზირებენ.