https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

კოოპერაციული მოძრაობა სოფლის აღორძინებისთვის

0:01; 1.01.1970
კარმიდამო ჩემი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ეს წერილი რამდენიმე წლის წინ დავწერე. სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების მნიშვნელობაზე და მის აუცილებლობაზე მინდოდა ყურადღების გამახვილება, მაგრამ მაშინ არ გამოვაქვეყნე არასათანადო ინტერესებისა და გარემოებების გამო. მას შემდეგ, საკითხის მიმართ სახელმწიფოსა და საზოგადოების დამოკიდებულებაში პრინციპულად არაფერი შეცვლილა. თუმცა, მედია საშუალებებსა და საექსპერტო წრეებში იმატა საუბრებმა ამ საკითხის გარშემო. თემას აქტუალობა არა თუ არ დაუკარგავს, არამედ პირიქით _ ვფიქრობ, ახალი, მძლავრი საზოგადოებრივი მოძრაობის დაწყება, გაჩენილი იმედები და მოლოდინები ქვეყნის სწრაფი სოციალურ-ეკონომიურ განვითარებასთან დაკავშირებით, მოითხოვს ცხოველი დისკუსიების გამართვას პრობლემათა გადაწყვეტის გზების შესახებ.

ამიტომ, გთავაზობთ წინამდებარე წერილს.

ჩვენი ქვეყნის აგროსამრეწველო სექტორში შექმნილი არასახარბიელო მდგომარეობა “შეუიარაღებელი” თვალითაც ადვილად ჩანს. დღეს ამ სფეროში საბიუჯეტო სახსრები მინიმალურადაც ვერ აკმაყოფილებს სექტორის მოთხოვნას გადაუდებელ და სასიცოცხლოდ აუცილებელ ღონისძიებათა დაფინანსებაზე. ეს სახსრებიც უმეტეს შემთხვევაში ან არარაციონალურად გამოიყენება ან კორუფციის საკბილო ხდება.

სასურსათო პოლიტიკის ძირითადი მიზანი სასოფლო-სამეურნეო (ს/ს) პროდუქტების დოვლათის შექმნასთან ერთად ისიც არის, რომ ნორმალური ცხოვრების პირობები შეუქმნას მათ, ვინც ამ პროდუქციას აწარმოებს. ორივე ამ მიმართულებით ჩვენში სერიოზული ჩავარდნაა. ს/ს პროდუქტების მწარმოებელი ფერმერი, ფაქტობრივად, მარტო აღმოჩნდა უამრავი დაგროვილი პრობლემის წინაშე.

ამ მდგომარეობის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ჩვენში ჯერ კიდევ შეუფასებელია გლეხური (ფერმერული) მეურნეობის, როგორც აგროსამრეწველო კომპლექსის სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურის მნიშვნელობა. ახალი ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შექმნის, კერძო საკუთრების შემოღების შედეგად, გლეხური (ფერმერული) მეურნეობა თავის წარმოების საშუალებებით (მიწა, მრავალწლიანი ნარგავი და ს/ს ცხოველი, შენობა-ნაგებობები, სხვა მატერიალური საშუალებები) და მუშახელით (ოჯახის წევრები და დაქირავებული) მცირე ზომის კომპლექსური და ინტეგრირებული ს/ს სისტემა ხდება, რომელიც პროდუქციას აწარმოებს. იგი ისევე ექვემდებარება საბაზრო ძალების ზემოქმედებას, ისევე ესაჭიროება შემოსავლები კვლავწარმოებისათვის და ეკონომიკური ეფექტიანობის გაზრდა, როგორც სხვა ნებისმიერ წარმოებას, წინააღმდეგ შემთხვევაში გაკოტრებისა და განადგურებისთვის არის განწირული, რაც, ფაქტობრივად, მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში. თუ ხელისუფლებას აინტერესებს აგროსამრეწვლო სექტორის განვითარება, მასში დასაქმებული ოჯახების ბედ-იღბალი და რეალური კეთილდღეობა, მაშინ შესაბამისი მარეგულირებელი და მასტიმულირებელი სისტემის ჩამოყალიბებაზე უნდა ზრუნავდეს, რაც, სამწუხაროდ, ჩვენში შეუწყნარებლად ნელი ტემპით მიმდინარეობს.

როცა სახელმწიფოს მხრიდან ინიციატივებზე ვსაუბრობთ, ეს არ ნიშნავს, რომ მან უშუალო მონაწილეობა მიიღოს წარმოების პროცესში _ მან მხოლოდ უნდა შექმნას ხელსაყრელი ეკონომიკური გარემო თავისუფალი მეწარმის ახალი ტიპის ფორმირებისთვის, რომელიც მიწისა და მეურნეობის ნამდვილი ბატონ-პატრონი იქნება _ დამოუკიდებელი პასუხისმგებელი გადაწყვეტილებების მიღებაში. ამ პროცესმა უნდა განსაზღვროს ახალი სოციალური ადამიანის, საბაზრო ეკონომიკის სუბიექტის თვისებები და მათი შესაბამისობა ჩვენი ერის ფსიქოლოგიურ და ეთნოკულტურულ მახასიათებლებთან.

სახელმწიფო ს/ს პოლიტიკის არსი მემამულის (გლეხის, ფერმერის) მიმართებაში, ჩვენი აზრით, უნდა გამოიხატებოდეს შემდეგში _ “ვასწავლოთ მემამულეს თუ როგორ დაეხმაროს თავის თავს!” ამიტომაც სახსრები, სახელმწიფო თუ მოზიდული, მიმართული უნდა იყოს, პირველ რიგში, ისეთი ინსტიტუტების ფორმირების და ღონისძიებათა სისტემის დაფინანსებაზე, რომელიც ამ ამოცანის გადაწყვეტას უზრუნველყოფს. მათ უნდა უზრუნველყონ მიწის მფლობელთათვის მეურნეობის გაძღოლის სხვადასხვა ვარიანტების შეთავაზება, სათანადო ადმინისტრაციული ღონისძიებების გარკვევა, რაც ფერმერებს დაეხმარებათ ახალი ს/ს სტრუქტურის შექმნასა და მათში ნებაყოფლობითი გადაჯგუფებისას წარმოშობილი სიძნელეების გადალახვაში.

მემამულემ კარგად უნდა გაიგოს თავისი ეკონომიკურ-პოლიტიკური მდგომარეობის და სოციალური ყოფის პრობლემები, გასცეს პასუხი კითხვებზე _ “რატომ?”, “რისთვის?”, “როგორ?”, საკუთარი პრობლემების დასახვასა და გადაწყვეტილების გზების ძიებაში კი მას დახმარება და თანადგომა სჭირდება.

ხელისუფლების ინერტულობას “ზემოდან” უნდა დაუპირისპირდეს აქტიურობა “ქვემოდან”, რაც გულისხმობს მოძრაობის დაწყებას სოფლის გაჯანსაღებისა და მოსახლეობის საარსებო პირობების გაუმჯობესებისთვის საკუთარი პოტენციალის გამონახვითა და ამოქმედებით. ამ პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი მომენტია ს/ს მწარმოებელთა ნებაყოფლობითი, თვითმართვადი, მოქნილი ორგანიზაციების ჩამოყალიბება, რომლებიც სწრაფად მოახდენენ რეაგირებას მათ მოთხოვნებზე, გამოხატავენ და დაიცავენ მათ ინტერესებს, განავითარებენ მათ შესაძლებლობებს, დაამყარებენ პირდაპირ კავშირურთიერთობებს უცხოურ, ანალოგიურ ორგანიზაციებთან.

ქვეყნის აგროსამრეწველო სექტორში სწორი პოლიტიკის წარმართვისთვის მიმდინარე პროცესებს მსოფლიო გამოცდილებისა და ჩვენი პირობების გათვალისწინებით ღრმა ანალიზი და პროგნოზირება სჭირდება.

ფერმერთა სასოფლო-მწარმოებელთა გაერთიანებების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და პოპულარულ ფორმას სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია წარმოადგენს. “კოოპერაცია” “თანამშრომლობას” ნიშნავს, მისი, როგორც სამეწარმეო საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, განისაზღვრება საქართველოს კანონით “მეწარმეობის შესახებ”, უპირველეს ყოვლისა, სწორედ სოფლის მეურნეობაში. კოოპერატივი არის წევრთა შრომით საქმიანობაზე დაფუძნებული ან კოოპერატივის წევრთა მეურნეობის განვითარებისა და შემოსავლების გადიდების მიზნით შექმნილი საზოგადოება, რომლის ამოცანაა წევრთა ინტერესების დაკმაყოფილება.”

ს/ს კოოპერატივებს შეუძლია თავის წევრები უზრუნველყონ ს/ს საშუალებებით, საწარმოო მომსახურებით, გაუწიოს კონსულტაცია მეურნეობის გაძღოლისთვის საჭირო სხვა საკითხებზე, დაეხმაროს ს/ს პროდუქციის გასაღებაში და გადამუშავებაში, საჭირო ინფორმაციისა და კრედიტის მიღებაში.

კოოპერაციის ისტორია წინა საუკუნის შუა პერიოდიდან იწყება _ ვინმე რობერტ ოუენი, მრეწველი, აკვირდებოდა რა მშრომელი ადამიანების ცხოვრებას, ფიქრობდა, რომ მათ მეგობრული, ერთობლივი ძალისხმევითYუნდა მიეხმარონ ერთმანეთს ცხოვრებაში და დააფუძნონ რა განსაკუთრებული საზოგადოებები, ერთდროულად მოაწყონ თავის სამეწარმეო ცხოვრება. მისი იდეები, თეორიული მოსაზრებები დაედო საფუძვლად მომავალში კოოპერაციული მოძრაობის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას.

რა განაპირობა კოოპერატივების წარმოშობა

სხვადასხვა ქვეყნებში ს/ს კოოპერაციის წარმოშობის თავისებურებების მიუხედავად, გამოვყოფთ საერთო, ძირითად წინაპირობებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვისაც მისაღებია: მატერიალურად და ფინანსურად სუსტ, წვრილ და საშუალო მეურნეებს არ ძალუძთ, დამოუკიდებლად გავიდნენ და ეფექტური, თავისთვის სასარგებლო კავშირები დაამყარონ ბაზართან (ს/ს საშუალებების, პროდუქციის, მომსახურებისა და კრედიტის ბაზართან). წარმოების და მეცნიერების მიღწევების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტია კონკურენტულ ბრძოლაში, მხოლოდ მსხვილ ს/ს მეურნეობებს შეუძლიათ, წვრილი ფერმერები კი იძულებულნი ხდებიან ა) ან დატოვონ ეს სფერო და სხვა საქმიანობას მიყონ ხელი, ბ) ან შეუერთდნენ აგრობიზნესში ქალაქიდან შემოჭრილ მსხვილ სამრეწველო, სავაჭრო და საბანკო კაპიტალს (რომელთა მიზანი მაქსიმალური მოგების მიღებაა, რაც ხშირად უპირისპირდება ფერმერთა ინტერესებს. გლეხი, ერთი შეხედვით, დამოუკიდებელი, ფაქტობრივად, ამ კაპიტალის დაქირავებული ხდება), გ) ან “დამოკიდებული, თავისუფალი მეწარმის” სტატუსისა და მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით, გააერთიანონ თავის ფინანსური, მატერიალური, ადამიანური და სხვა რესურსები და დაუკავშირდნენ ერთმანეთს ინტერესთა დასაცავად.

როგორც ვხედავთ, კოოპერაციის მამოძრავებელი მოტივია მრავალრიცხოვან წვრილ მწარმოებელთა გათიშულობისა და დაცალკევების გადალახვის მცდელობა მსხვილი საქალაქო კაპიტალის წინაშე, რათა უკეთ გაითვალისწინონ ბაზრის სხვადასხვა პირობები, ცვლილებები და სწრაფად შეეგუონ მათ. კოოპერაცია მათი გადარჩენის ფორმა და ბუნებრივი რეაქციაა.

აერთიანებენ რა პრაქტიკულად ყველა ფერმერს, კოოპერატივები იქმნებიან ფერმერთა ინტერესებიდან გამომდინარე მრავალი მიმართულებით.

თავიდან კოოპერატივები სუსტები იყვნენ, მოგების კვლავწარმოების გაფართოებისთვის გამოყენებისა და წევრთა რაოდენობის გაზრდის შედეგად, თანდათან გაძლიერდნენ, ერთმანეთს დაუკავშირდნენ რეგიონალურ და ნაციონალურ დონეზე და ამჟამად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დასავლეთის ქვეყნების აგროსამრეწველო კომპლექსებში, სახელმწიფო ახდენს მათზე ზოგიერთი დარგისა და ქვედარგის მართვის ფუნქციების დელეგირებასაც კი და მათი მეშვეობით ახორციელებს სოციალურ პროგრამებს.

რით არის ხელსაყრელი და რა უპირატესობას აძლევს კოოპერატივში გაწევრიანება მემამულეს დამოუკიდებელ საქმიანობასთან შედარებით

კოოპერატივებში შესაძლებელი იქნება წევრთა მოთხოვნის სრულად შესწავლა და გათვალისწინება მეურნეობის გაძღოლისთვის საჭირო ს/ს საშუალებებზე, კრედიტზე და სერვისზე (ვის რა, რამდენი, როგორ, როდის, რა პირობებში ჭირდება?) მოთხოვნის გაერთიანების შედეგად,

კოოპერატივი ისარგებლებს ბითუმი მყიდველის უფლებით რაც მას საშუალებას მისცემს, იაფად იყიდოს და თავის წევრებზე ასევე შეღავათებით გასცეს ეს საშუალებები, მათ შორის, კრედიტიც; წევრისათვის ნებისმიერი ფორმით ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაციისა და კვალიფიციური კონსულტაციის მიღება მისთვის საჭირო საკითხებზე, კვალიფიკაციის ამაღლება სწავლების სხვადასხვა პროგრამებისა და ფორმების გამოყენებით, მეცნიერების, წარმოებათა და ტექნიკის მიღწევები და მათი დანერგვის ხელშეწყობა; იაფი და თანამედროვე ს/ს საშუალებები და კვალიფიციური სპეციალისტები უზრუნველყოფენ წევრთა საწარმოო მომსახურების მაღალ დონეს, სიიაფეს, ხარისხს და თავისდროულობას; სოფლად წევრთა რაოდენობის ზრდის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ს/ს საშუალებების მიტანა და ს/ს პროდუქტის შესყიდვა უშუალოდ ფერმერის მამულში, შემდგომში მისი ქალაქში კოოპერატივის სავაჭრო ცენტრში ან სხვა მიმართულებით რეალიზაციის მიზნით. თანდათან კი მომსახურების ახალი ფორმები დაინერგება და ხარისხი გაუმჯობესდება; წევრებს ექნებათ წარმოებული ს/ს პროდუქციის რეალიზაციის (მათ შორის გადამუშავების მეშვეობით) გარანტია, ბაზარზე ცვლილებებზე სწრაფი და ზუსტი რეაგირების, სტანდარტის შესაბამისი პროდუქციის წარმოებისა და რეკლამის შესაძლებლობა. ორგანიზაცია დაიცავს წევრის ინტერესებს სახელმწიფო თუ სხვა ინსტანციაში, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია დღეს; კოოპერატივის მეშვეობით შესაძლებელი იქნება სოციალური პროგრამების განხორციელება: წევრები წლის ბოლო მიიღებენ მოგების კუთვნილ წილს.

ყოველივე ამის შედეგად მიიღწევა სახსრების მნიშვნელოვანი ეკონომია, ზარალისა და დანაკარგების თავიდან აცილება, მეურნეობის სტაბილურობის შენარჩუნება და შემდგომი განვითარების დაგეგმვა, შემოსავლების და კეთილდღეობის ზრდა.

P.S. როცა ზემოთ ვწერდი პროცესების “ქვევიდან” დაწყების საჭიროებაზე, აქ გადამწყვეტი იყო ჩვენი საზოგადოების თვითმობილიზაციისა და თვითორგანიზების უნარი, რაც დრომ გვიჩვენა, რომ, სამწუხაროდ, ძალზე სუსტია.

სოფლად კოოპერაციული მოძრაობის სწრაფი განვითარების და მისი დარგის, ადგილობრივი თემებსა და საზოგადოების მდგომარეობაზე პოზიტიური ზემოქმედების წინაპირობად უნდა იქცეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების პროგრამის შემუშავება. იგი გულისხმობს საკანონმდებლოს ინიციატივების პაკეტის მომზადებასა და მთელი რიგი ღონისძიებათა დაგეგმვას, რომელმაც სუნთქვა უნდა გაუხსნას და ხორცი შეასხას ამ იდეის რეალიზაციას. მისი აღსრულება კი ხელისუფლების ნებაზე იქნება დამოკიდებული.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ჩვენი რჩევები

რატომ არ შეიძლება უმი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე

09:41; 5 სექტემბერი, 2025
ჩვენი რჩევები

როგორ მოვიშოროთ ბუზები და კოღოები ქიმიური პრეპარატების გარეშე

12:26; 5 ივლისი, 2025
ჩვენი რჩევები

რა არ უნდა მიირთვათ მშიერ კუჭზე

09:59; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

კვერცხი წონის დაკლებას უწყობს ხელს

09:58; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

წიწიბურას დიეტა

09:55; 6 მარტი, 2025

გურული კურიოზები 14.12.2010

გურული ანეკდოტები 14.12.2010

ყველა სიახლე

საზოგადოება

3 და 4 იანვარს საქართველოში ტემპერატურის მკვეთრი დაცემაა მოსალოდნელი

23:05; 1.01.2026
საზოგადოება

მძღოლებს, რომელთაც მართვის უფლება ქულების ამოწურვის გამო აქვთ შეჩერებული, დღეიდან აღნიშნული უფლება ავტომატურად აღუდგებათ

22:27; 1.01.2026
საზოგადოება

“მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ”- მეწყერი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

18:54; 1.01.2026
საზოგადოება

ფინეთში დააკავეს გემი, რომელზეც ქართველი მეზღვაურები არიან

17:09; 1.01.2026
საზოგადოება

უამინდობა საქართველოში _ გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

16:37; 1.01.2026
საზოგადოება

დღეიდან უცხოელ ტურისტებს საქართველოში შემოსვლისას ახალი ვალდებულება უჩნდებათ

14:50; 1.01.2026
საზოგადოება

დღეიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით იკრძალება

14:16; 1.01.2026
საზოგადოება

ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია _ გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

13:14; 1.01.2026
საზოგადოება

დღეიდან, პენსია 20 ლარით გაიზრდება – ნახეთ, ვინ რამდენს მიიღებს

12:39; 1.01.2026
სამართალი

მძღოლები დღეიდან ამ დარღვევის გამო 100 ლარით დაჯარიმდებიან

10:48; 1.01.2026
ზაფრანი

ქართული ტრადიციული საახალწლო სუფრა    

10:44; 1.01.2026
ზაფრანი

როგორ უნდა შეხვდეთ ბედობას   

10:42; 1.01.2026
ზაფრანი

როგორ გაჩნდა ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია

10:38; 1.01.2026
ზაფრანი

საქართველოს კუთხეების საახალწლო რიტუალები

10:36; 1.01.2026
ზაფრანი

ქართული საახალწლო ტრადიციები

10:31; 1.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო