სამაშველო ოპერაციების დროს გმირულად დაღუპული მაშველი ზურაბ მუზაშვილი სიკვდილის შემდეგ „თავდადების მედლით“ დაჯილდოვდება. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბის სხდომაზე გააკეთა.
„მაშველი რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა, მისი დაკრძალვა იქნება შაბათს. ამ მაშველმა გადაარჩინა 7 ადამიანი და ბოლოს სამწუხაროდ თვითონ დაიღუპა. დღეს, ჩვენ, ჩემი შუამდგომლობით, ჩვენ მივმართეთ საქართველოს პრეზიდენტს და ჩვენ გვსურს, რომ ეს პიროვნება, მართლაც გმირი მაშველი დაჯილდოვდეს „თავდადების მედლით“. ასეთი ინფორმაცია მაქვს თქვენთვის, რომ ჩვენ გვინდა, რომ შაბათს დაკრძალვის დღეს, ეს ჯილდო გადაეცეს მის ოჯახს“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.