ავიღოთ ორ-ორი კილოგრამი ჟოლოსა და მოცხარის მწიფე ნაყოფი. კარგად გავრეცხოთ, დავასხათ ჭიქანახევარი წყალი და ვადუღოთ 10 წუთით.
შემდეგ გადმოვდგათ და როცა გაგრილდება, გავწუროთ საცერში.
ამ მასას დავამატოთ სამი კილოგრამი შაქარი და მოვურიოთ.
გავაჩეროთ ერთი ღამით. მეორე დღეს 15 წუთის განმავლობაში ვადუღოთ, ვუყოთ ცოტა ასპირინი და ცხლად მოვხუფოთ.