ახლა ზაფხულის ის პერიოდია, როცა ჩვენს ირგვლივ უამრავი ყვავილია და ბევრს მისი ლარნაკში ჩადება და ხანგრძლივად ცოცხლად ყოფნა სურს.
ლარნაკში ჩაწყობამდე ყვავილის ღეროს ნახევარს ქვემოთ მთლიანად შევაცალოთ ფოთლები. ღეროს ბოლო კი ფრთხილად გავსეროთ და ლარნაკში ჩაწყობილს ჩავუსხათ ოთახის ტემპერატურის წყალი. ცოტა შაქარიც ჩავყაროთ. მეორე დღიდან კი საღამოობით ამოვიღოთ ლარნაკიდან და გავურეცხოთ ღეროს ბოლოები და ისევ ჩავაწყოთ. მეოთხე დღეს შევუცვალოთ წყალი და იგივე გავიმეოროთ, სანამ არ დაჭკნება.
ასევე ყოველდღიურად ზემოდან მოვაპკუროთ ოთახის ტემპერატურის წყალი. ასე დიდხანს "ვაცოცხლებთ" მათ.