დღეს, დღის 13:30-ზე ქალაქ ოზურგეთში ოლიმპიურ ცეცხლს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი, ვახტანგ ბლაგიძე შემოიტანს. ოლიმპიური ცეცხლის ცერემონია პომპეზური დახვედრის გარეშე ჩაივლის.
ოლიმპიური ცეცხლის შემოტანის პატივი გურიაში, კერძოდ ჩოხატაურში ყოფილ მორაგბეს ჩოხატაურელ დიმიტრი ცინცაძეს ერგო.
გუშინ ცეცხლის შემოსვლა ადგილობრივებს მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მიულოცეს.