თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა, თბილისის უმაღლესი სასწავლებლის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი არეშიძე და სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა, თვითმმართველობების წარმომადგენლებს 2015 წლის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.
შეხვედრაზე მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ, თვითმმართველობის წარმომადგენლებს 13 ივნისს სტიქიის დროს მოხალისეობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო პროექტებში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.
"ერთმანეთთან დიალოგით უნდა მოვახდინოთ იდეების გაცვლა, ჩვენ ვართ ღია იმისთვის, რომ კომუნიკაცია მეტად ეფექტური იყოს, – განაცხადა მერის მოადგილემ.
როგორც თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი არეშიძემ აღნიშნა, მსგავს შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი ექნება და მნიშვნელოვანია სხვადასხვა პროექტებში სტუდენტების აქტიური ჩართულობა.