გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ფინანსური პოლიცია შევიდა, კატეგორიულად უარყოფს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მაგული კუნჭულია:
"მაი გვაკლდა ახლა… ფუი ეშმაკს! ვინ თქვა ასეთი რამ? _ შეგიძლიათ მობრძანდეთ და თავად დარწმუნდეთ. არც ფინანსური პოლიცია არ შემოსულა და არც სხვა უწყება", _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კუნჭულიამ.
აღნიშნულს უარყოფს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძეც:
_ არ ვიცი ვის აწყობს ასეთი ჭორები. ნამდვილად არ შემოსულა ჩვენთან არცერთი საგამოძიებო უწყება, _ გვითხრა ურუშაძემ.