ცოტა ხნის წინ უბედური შემთხვევა მოხდა სამტრედიაში. როგორც გვატყობინებენ, გია ლომინაიშვილის ეზოში, სადაც დაუსრულებელი, წყლით სავსე ღია ჭაა, 3 წლის ნინო ნადირაძეს, სავარაუდოდ, თამაშის დროს ფეხი დაუცურდა და ჩავარდა.
დედამ რამდენიმე ხნის შემდეგ მოძებნა ბავშვი და აღმოჩნდა ბავშვი ჭაში ჩავარდნილი.
ბავშვი გადაყვანილია ქუთაისი პროზექტურაში.
დიმიტრი ნადირაძის მრავალშვილიანი ოჯახი მე-7 შვილს ელოდება და დედას დღეს საკეისრო კვეთა უნდა გაეკეთებინა.
სოციალურად დაუცველ ოჯახს საცხოვრებელი სახლი 2019 წელს კახა კალაძემ შეუძინა.