ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ანტონ ხუნდაძის 2012 წლის 10 იანვრის ბრძანების თანახმად, “პროკრედიტ ბანკი” დაჯარიმდა _ ბანკი სამშენებლო სამართალდარღვევისათვის საქართველოს კანონის “ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” 22-ე მუხლის “დ” პუნქტის საფუძველზე, 200 ლარით დააჯარიმეს.
როგორც ხუნდაძის აღნიშნული ბრძანებიდან ირკვევა, ჯარიმა არქიტექტურული საამშენებლო საქმიანობაში დაშვებული სამართალდარღვევისათვის გამოიწერა, “რაც გამოიხატა ს.ს. “პროკრედიტ ბანკის” მიერ, დაბა ჩოხატაურიში, დუმბაძის ქუჩის #20-ში ბანკომატის უნებართვო განთავსებისათვის”.
აღსანიშნავია, რომ ბანკომატი, რომელზეც ბრძანებაშია საუბარი, წელიწადზე მეტია ჩოხატაურში დგას, თუმცა, დღემდე ნებართვის გარკვევითა და ჯარიმის გამოწერით არავინ დაინტერესებულა.