როგორც "გურია ნიუსი" წერდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად კახა კახიშვილი ინიშნება.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კახა კახიშვილი 2014 წლიდან დღემდე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილეა.
არის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი სისხლის სამართლის სისტემის რეფორმების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი, ექსპერტთა კლუბის წევრი.