საქართველოს ევრო პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრები სტუმრობდნენ. ვიზიტის მიზანი ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია და საქართველოში ვიზის ლიბელარიცაზიის სამოქმედო გეგმის განხორციელება იყო.
დელეგაციამ აღნიშნა, რომ მისასალმებელია საქართველოს განვითარება და სრული მხარდაჭერა გამოთქვეს ლიბერალიზაციის პროცესისდამი.
მათივე განცხადებით, შესაბამისი კრიტერიუმების შესრულების შემთხვევაში, ევროპასთან თავისუფალი სავიზო რეჟიმის შემოღება 2016 წელს მოხდეს.
ევროპარლამენტის დელეგაციამ ასევე, კვლავაც ხაზი გაუსვა სასამართლო რეფორმის სწრაფად და საფუძვლიანად განხორციელების მნიშვნელობას და შეშფოთება გამოთქვა სამხრეთ ოსეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო.
მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ.