1532 წელს ესპანელები პერუში ოქროს საძიებლად მიცურდნენ და აღმოაჩინეს კარტოფილი. მას შემდეგ დაიწყო ევროპელებისა და კარტოფილის საინტერესო ისტორია…
ევროპელ წარჩინებულებში კარტოფილი მას შემდეგ გახდა ბომონდური და პოპულარული, რაც დედოფალმა მარია ანტუანეტამ თავისი თმის მოსართავად კარტოფილის ყვავილი გამოიყენა;
კარტოფილის ყვავილები უზომოდ მოსწონდა ფრიდრიჰ დიდს. 1700-იანი წლების მიწურულს მისმა უდიდებულესობამ სპეციალური კანონიც კი გამოსცა, რომლის თანახმადაც, ბერლინის ყველა მთავარი ქუჩა და მოედანი კარტოფილის ყვავილებით უნდა ყოფილიყო გამშვენიერებული;
1,4 კილოგრამი ჩიპსის დასამზადებლად 4 კილოგრამი კარტოფილია საჭირო;
კარტოფილი საკმაოდ დაბალკალორიული და დიეტური პროდუქტია. მისი ნოყიერება ცხიმებთან შერწყმის შემდეგ იზრდება, თანაც, 99,7 პროცენტით;
ერთი საშუალო ზომის კარტოფილი C ვიტამინის დღიური დოზის ნახევარს შეიცავს. კარტოფილში, ასევე, არის ვიტამინი PP, მაგნიუმი და რკინა.
კარტოფილის წვენი გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით: კარგია გასტრიტის დროს და შველის მომატებულ მჟავიანობას; ასევე, უხდება კუჭის წყლულს, თავის ტკივილს და აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი;
ჩიპსების მასობრივი წარმოება 1915 წელს დაიწყო ლოს-ანჯელესში. ამბობენ, რომ 1853 წელს რკინიგზის მაგნატმა, კომოდორ კორნელიუს ვანდერბილტმა, თავისი ლანჩისთვის შემწვარი კარტოფილი უკან გაგზავნა, სამზარეულოში, პრეტენზიით – ძალიან მსხვილად არის დაჭრილიო.
შეფ-მზარეულმა ქალაქ სარატოგა-სპრინგსიდან, ჯორჯ კრამმა, ნაწყენმა და შეურაცხყოფილმა, გადაწყვიტა, კორნელიუსისთვის „ჭკუა ესწავლებინა:“ კარტოფილი ფურცლის სისქის რგოლებად დაჭრა, კარგად დაბრაწა და მაგნატს გაუგზავნა.
აღრთოვანებულმა ვანდერბილტმა ამ კერძის პოპულარიზაცია გადაწყვიტა – გახსნა „თხელი კარტოფილის“ პირველი რესტორანი…