პაკისტანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, ამ დროისთვის, 118-ს შეადგენს.
WASHINGTONPOST-ის ინფორმაციით, სტიქიამ ასიათასობით ადამიანი უსახლკაროდ დატოვა.
კატასტროფის ეროვნული ორგანოს თქმით, სტიქია 2 275 სოფელში 800 000 მაცხოვრებელს შეეხო.
გავრცელებული ინფორმაციით, პროვინცია ქიბერ პანქთუნქვში სტიქიას 59 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო პაკისტანის სამხრეთით მდებარე ქაშმირში, ასევე აღმოსავლეთით პუნჯაბის პროვინციაში, თითოეულში 22 ადამიანი დაიღუპა.
სტიქიის ზონაში სამძებრო- სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.