https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ერთი თავი გამოუქვეყნებელი წიგნიდან

20:12; 12.12.2010
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

შემოგთავაზეთ “გურიას” უკრაინელი ფორვარდის, ვიქტორ ხლუსის ინტერვიუ, სადაც იგი ამბობს, რომ “გურიას” ფეხბურთელებს წაგებას აიძულებდნენ. ცნობილი ფაქტია, რომ “გურიის” გავარდნაში თბილისის “დინამოს” ხელი ერია. თუ როგორ განვითარდა მოვლენები გადამწყვეტი თამაშის დროს, ამის შესახებ გთავაზობთ ერთ თავს გამოუქვეყნებელი წიგნიდან.

ქალაქის ნავთობბაზის ეზოდან ბენზინით დატვირთული სპეცმანქანა გადმოვიდა. უკვე გვიანი საღამოა, საათის ისრები სადაცაა 12-ს მიუკაკუნებს. ირგვლივ დიდი არეულობაა. თუმცა, ბენზომანქანა ახერხებს გასვლას ქალაქიდან, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ბენზინით დატვირთულ ავტომობილს კუდში რამდენიმე მსუბუქი მანქანა მიჰყვება. ისინი გეზს ზღვისპირა სოფლისკენ იღებენ… გადაწყვეტილება მიღებულია _ გუნდის საწვრთნელი ბაზა უნდა დაიწვას. თუმცა, ინფორმაციამ მანქანის ჩასვლამდე ჩააღწია, მეზობელი ქალაქიდან სპეცდანიშნულების გაძლიერებული რაზმებია გამოძახებული. საწვრთნელი ბაზა სამხედროების ალყაშია.

… ყველაფერი ზუსტად ერთი წლის წინ დაიწყო, როცა სოფლის გუნდმა დიდი იმპერია შეაზანზარა და გიგანტი ქალაქების გვერდით დადგომა ისურვა. მართალია, “ამ სოფელს” ქალაქს უწოდებენ, თუმცა, ახლომდებარე დიდი ქალაქების აეროპორტებში ჩამოსულ სტუმრებს, როცა ამ პატარა ქალაქის სტადიონზე მიიყვანენ, უკვირთ _ სტადიონი ქალაქიდან ძალიან შორს არისო. ანუ ქალაქად მას არავინ თვლის. ეს მას სულაც არ უშლის ხელს, ჰქონდეს დიდი ამბიცია, თუნდაც, სპორტში. ფეხბურთის სიყვარული აქ ძვალსა და რბილში აქვთ გამჯდარი. მათ საქომაგო კლუბს რეგიონის სახელი ჰქვია. პატარა ქალაქი პირთამდე ავსებს მასზე 2,5 ჯერ დიდი ტევადობის სტადიონს.

ამ ქალაქში მატარებლის გაჩერებაც ფეხბურთს უკავშირდება. ეს ადრე იყო, 20-25 წლის წინათ, როცა სტუმარი გუნდის მისაღებად სადგურში სამგზავრო მატარებლის გაჩერება გახდა საჭირო. მაშინ ქალაქი არ იყო მონიშნული დიდი იმპერიის რუკაზეც. ამიტომაც, იქ, “ზემოთ”, ცენტრში გადაწყვიტეს, იმპერიის რუკაზე ორ უახლოეს ქალაქს შორის მუქი წერტილი დაესვათ, ტუშით გაემუქებინათ და ეთქვათ, რომ ეს სწორედ “ის ქალაქია”. ქალაქი, რომელიც ჩაის პლანტაციებით იყო განთქმული, ჩაი კი ხალხსაც არჩენდა და ფეხბურთის კლუბსაც. თუმცა, ამ უკანასკნელს სხვა პატრონიც არაერთი ჰყავდა. ქალაქის საწარმოებს თამაშები და ფეხბურთელები გადანაწილებულები ჰყავდათ.

იმ დღეს, ქალაქს, იმპერიაში შემავალი მეგობარი ქვეყნის გუნდი სტუმრობდა. წინასწარ ითქვა, რომ მასპინძელს უნდა წაეგო, რადგან იმავე იმპერიაში შემავალ საკუთარ დედაქალაქს ასე გადაეწყვიტა. მთავარ ქალაქსაც გასჭირვებოდა და ელიტ-ლიგის დატოვების საფრთხე ჰქონდა. სტუმარი შემდეგ დედაქალაქში ჩადიოდა, “სოფლიდან” წაღებული 2 ქულა იქ უნდა დაეტოვებინა, ანუ მთავარი ქალაქი პატარა ქალაქის ხარჯზე გეგმავდა ფონს გასვლას. პოლიტიკურ-სპორტული განაჩენი უკვე გამოტანილი იყო _ სოფლის გუნდს ჩაგრავდნენ. ამის გაგონება არ სურდა პატარა ქალაქს. ხმებმა მათ ქომაგებამდეც მიაღწია და სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.

ქალაქის მმართველობაში “სოფლის გუნდის” ქომაგები დილიდანვე მიიჭრნენ. ისინი ქალაქისა და გუნდის თავკაცებთან შეხვედრას ითხოვდნენ. “პირველი” უკვე ინფორმირებულია, რადგან ზემოდან დავალება უკვე მიღებული აქვს. მას შეუძლია, უკანა გასასვლელით ასცდეს აგრესიულად განწყობილ ადამიანებს, თუმცა, მათთან შეხვედრას თანხმდება. “არ გაბედოთ თამაშის წაგება!” _ სტუმრები აგრესიულები არიან. ქალაქის მმართველზე ასეთი შეტევა იმპერიის კანონებით დასჯადია, მაგრამ “პირველი” სტუმრებს ამშვიდებს _ არ ინერვიულოთ, თამაშის დათმობას არ ვაპირებთო. მან იცის, რომ ცრუობს, რა თქმა უნდა, არც წაგება სურს, მაგრამ სხვა გზა არ აქვს.

“პირველი” სპეცტელეფონს მიუჯდება. ცენტრს აცნობებს, რომ ქალაქში ვითარება შესაძლოა უკონტროლო გახდეს, თუმცა. ვერაფერს ცვლის. “ასი მილიციელითა და ამდენივე სამხედროთი 25 ათას ადამიანს ვინ შეაკავებს, იქნებ გადაიფიქროთ, თორემ თქვენ თავზე აიღეთ პასუხისმგებლობა. დაფიქრდით, ჯობს” _ ქალაქის მმართველი ცენტრს აგრესიულად ელაპარაკება. მას უხსნიან, რომ ეს პრობლემა არ არის და დამატებით ძალებს გამოუგზავნიან. “რაც მოხდება, თქვენს თავს დააბრალეთ!” _ ბოლოს იგი ყვირის და ყურმილს აგდებს. “პირველი” სავარძელში ჩაეშვება და თავისთან გუნდის ხელმძღვანელს იბარებს, პარალელურად მოადგილეებს, პარტიის აქტივს, უშიშროებისა და მილიციის ხელმძღვანელებს.

ქალაქის თავი თავისებური კაცია. მისი საუბარი “ცენტრს” აშინებს. ამიტომაც სასწრაფოდ “დამატებით ძალას” გზავნიან. ის ცნობილი ფეხბურთელია, იმ დროს კი დედაქალაქის გუნდის ერთ-ერთი მმართველი. მთავარი გუნდი მილიციის საკუთრებაა, ამიტომაც აშკარაა, რომ “პირველს” აქედან შეუტევენ. სხვა გზა აღარ რჩება, იგი დანებდა. თუმცა ხვდება, რომ საღამოს რაღაც ცუდი მოხდება. მას ქომაგებისთვის მიცემული სიტყვაც აშფოთებს და ისიც, რომ “ცენტრი” თამაშს დაათმობინებს და შემდეგ ქალაქში არეულობას ხელში შეატოვებს. ცოტათი ის ამშვიდებს, რომ შესაძლოა, საფრთხე “ცენტრმაც” იგრძნოს და უკვე გაშიფრული სცენარი გადაიფიქრონ.

საღამოს სტადიონზე მიმავალ ქომაგებს სამხედროების სიჭარბე თვალში ხვდებათ. ისინი ხვდებიან, რომ მოატყუეს და სპეცზარმი მათ საწინააღმდეგოდ გააძლიერეს. მილიციის გაძლიერებული ჯგუფებიც ჩამოვიდნენ. არეულობისთვის ქომაგებიც მზად არიან _ სტადიონზე უკვე მიტანილია ქვები, რომელიც შემდგომში აშკარად გამოადგებათ. თამაში, მოლოდინისამებრ, “სოფლის გუნდის” დამარცხებით დასრულდა. მატჩის მიწურულს სტადიონზე ვითარება აშკარად დაძაბულია. ტრიბუნები სადაცაა იფეთქებენ. “პირველი” სამთავრობო ლოჟაშია, “საპატიო სტუმარიც” იქ არის. იგი გახარებულია, რასაც ვერ ვიტყვით “პირველზე” _ მას დანა პირს არ უხსნის.

მატჩის დასრულება და ტრიბუნების აალება ერთი იყო. თვეების წინ გაკეთებულ არენას განრისხებულმა ქომაგებმა ცეცხლი წაუკიდეს. სტადიონის დიქტორი ამაოდ ცდილობს მათ დამშვიდებას. მის მოწოდებას ხალხი ყურს არ უგდებს. ქომაგთა ჯგუფი “საპატიო სტუმრისკენ” მიიჩქარის. თუმცა, ის სადღაც გაუჩინარდა. სტადიონიდან მიმავალი ყველა მანქანა კონტროლდება. “სტუმარი” სამშვიდობოს მანქანის საბარგულით გაჰყავთ. სამთავრობო ლოჟა ცარიელია, მხოლოდ დიქტორი შემორჩა, მას ყურს ისევ არ უგდებენ. ქომაგები შერიფსაც არ ინდობენ, თუმცა ის და მისი ბიჭები მათ საწინააღმდეგოს არც არაფერს აკეთებენ. შერიფი საავადმყოფოში გადაჰყავთ… ვითარება უკიდურესად დაძაბულია.

ქომაგები გასახდელს მიაწყდნენ, რომელიც საგულდაგულოდაა ჩაკეტილი. შენობას მინები უკვე ჩალეწილი აქვს. ფეხბურთელები ერთ ოთახში არიან შეყუჟულები. აღშფოთებული ხალხის დასაწყნარებლად საქმეში სამხედროები ერთვებიან. ეს უპატრონო ბიჭებისაგან დაკომპლექტებული დაუნდობელი ჯგუფია. ჯერ მხოლოდ შიშველი ხელებით გამოდიან განრისხებული ქომაგების წინაშე. პირველი რაუნდი აშკარად ამ უკანასკნელების გამარჯვებით სრულდება. სპეცრაზმის წევრები ფარებითა და რეზინის ხელკეტებით იარაღდებიან, მაგრამ ამბოხებული ქომაგების მოხერხებულობის გამო ვერაფერს ხდებიან _ წინასწარ მომარაგებული ქვები მათთვის მშვენიერი იარაღია.

სასწრაფო-სასწრაფოზე მიდის სტადიონთან. ექიმებს საავადმყოფოში უმეტესად სამხედროები გადაჰყავთ. ორსაათიანი ბრძოლების შემდეგ, სპეცრაზმი დამატებით ძალებს იღებს. მაგრამ ამბოხებული ქომაგების შეჩერება შეუძლებელია. სამხედროები არ ინდობენ მათ, თუმცა ქომაგების ერთიანობამ ჯარისკაცებს ძალა გამოაცალა. ამ უკანასკნელებს თავიდანვე არ დახმარებიან მილიციელები _ ისინი შინაგანად თავიანთ თანაქალაქელებს უჭერენ მხარს. ბევრმა სამსახურის კოსტუმი გაიხადა, გადაატრიალა და ხალხის მხარეს დადგა, მათი ქუდები კი უკვე თამაშის დასრულებისთანავე ჰაერში ფრიალებდა.
…
დამატებით ძალებს ქომაგებიც იღებენ. ქალაქიდან მოშორებულ სოფელში გუნდის ბაზის დასაწვავად წასულები უკან გაბრუნდნენ, იმპერიის საჯარისო ფორმირების წინააღმდეგ ისეთებიც გამოდიან, რომლებიც თამაშზე საერთოდ არ ყოფილან. სტადიონთან ახლოს საკონსერვო ქარხანაა, სადაც ბევრი ქილა ინახება. ქომაგები მუშა ცოცხალ ჯაჭვს შეკრავენ და ეს ქილები მათთვის უკვე დაცლილი ქვების როლს ასრულებს სამხედროების წინააღმდეგ. უკვე გვიანი ღამეა, მაგრამ ქომაგები დანებებას არ აპირებენ. უკან არც სამხედროები იხევენ. ისინი გასროლის ბრძანებას ელოდებიან, თუმცა, სისხლისღვრას ზემდგომები ერიდებიან. ქომაგებს გათენებამდე დროის გაწელვა სურთ, რადგან ქალაქი გაიღვიძებს…

უკვე დილის 5 საათია. სადაცაა გათენდება. რვა საათია, რაც ქომაგებსა და სამხედროებს შორის შეტაკება მიმდინარეობს. ამ დროს კი ქომაგებისთვის ცნობილი ხდება, რომ სამხედროებმა იარაღის გამოყენების ბრძანება მიიღეს. მათმა თავკაცებმა კარგად იციან, რომ თუ ქალაქმა გაიღვიძა, მერე იარაღის გამოყენებაც კი აზრს დაკარგავს, ან მინიმუმ გაართულებს შექმნილ ვითარებას. ბოლო გაბრძოლებაც, ქომაგებმა სტადიონის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს და ქალაქის ცენტრისკენ აიღეს გეზი. იქ უკვე დგანან სამხედროები.

გაღვიძებულ ქალაქს კი ყველა სახელმწიფო მნიშვნელობის სამსახურთან ხელებ და თავშეხვეული სამხედროები ხვდებიან. ეს წინა ღამეს მომხდარის შედეგია. ქალაქს სამხედროები აკონტროლებენ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

საკრებულოს სხდომა მეცხრამეტე, "ამაღლებული" საკითხით

ფრაქციას სახელი შეუცვალეს

ყველა სიახლე

საზოგადოება

“ეს ამძიმებს ყველაფერს” – ზურა სიხარულიძე

17:24; 6.12.2025
საზოგადოება

ჯარიმა 10 000-ლარამდეა! – კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის

16:09; 6.12.2025
საზოგადოება

“დადგინდა, რომ ქიმიური ფხვნილი, რომელიც შსს-ს შეძენილი აქვს და წლების განმავლობაში აქციების დროს გამოიყენებოდა, არის…” – ბრიფინგი სუს-ში

15:58; 6.12.2025
პოლიტიკა

ეუთო-ს წევრი 39 ქვეყანის განცხადება საქართველოზე

14:21; 6.12.2025
მსოფლიო

მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

13:46; 6.12.2025
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს აფრთხილებს

12:05; 6.12.2025
პოლიტიკა

მორიგ უტიფარ სიცრუეს ავრცელებს “ქართული ოცნება”, სინამდვილეში პირიქითაა _ რომან გოცირიძე

11:52; 6.12.2025
საზოგადოება

„უნივერსიტეტში ჩაბარება გაუჭირდებათ აბიტურიენტებს ხელმოკლე ოჯახებიდან“ – ინტერვიუ

11:37; 6.12.2025
საზოგადოება

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:29; 6.12.2025
საზოგადოება

2026 წლიდან სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება სრულიად უფასო – კობახიძე

9:59; 6.12.2025
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურის ცენტრში

21:39; 5.12.2025
ზაფრანი

სასმელი, რომელიც მადას აქვეითებს

20:40; 5.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების სისუსტეები

20:35; 5.12.2025
ზაფრანი

ქატო გასახდომად

20:31; 5.12.2025
ზაფრანი

რა მივირთვათ ზამთარში რომ წონაში არ მოვიმატოთ

20:26; 5.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
0

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო