https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა ღირს ჰაერი საქართველოში და რას გვპირდებიან წყლის კომპანიაში

14:08; 13.08.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველო, ალბათ, ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომლის მოსახლეობა ჰაერში ფულს იხდის. ოღონდ, არაოფიციალურად _ რეა­ლურად, ეს გადასახადი "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ქვითრებზეა ასახული.

ამ ფაქტს ბევრი ვიდეომასალაც მოწმობს _ ჩოხატაურელი გურამ ბერძენიშვილი ერთ-ერთია იმ მრავალი აბონენტისგან, რომელიც ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ჰაერში ფული არ გადაგვახდევინოს. უფრო მეტიც, მან ვიდეოექსპერიმენტი ფეისბუქის საკუთარ  გვერდზე გამოაქვეყნდა.

ვიდეომასალაში კარგად ჩანს, რომ მრიცხველში შეერთებულ წყლის მილში წყალი არ მოდის, თუმცა, მრიცხველი ბრუნავს და შესაბამისად, თანხაც იწერება.

ამის შესახებ ჩოხატაურელები ჯერ კიდევ გასული წლის მიწურულს საუბრობდნენ:

_ წყლის მოსვლამდე, დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ონკანებში ჰაერი მოდის, რაც მრიცხველის ჩვენებაზე აისახება _ ფაქტობრივად, ჰაერში ვიხდით ფულს! _ ამბობდნენ 2014 წლის ნოემბერში ჩვენთან საუბარისას ბენდელიანის ქუჩის მცხოვრებლები, რომლებიც დახმარება ადგილობრივ ხელისუფლებას  სთხოვდნენ.

მაშინ, მოსახლეობას გურიის იმჟამინდელი გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე და გამგებელი ირაკლი კუჭავა შეხვდნენ. ხელისფლების წარმომადგენლებმა მათ დახმარება აღუთქვეს და აღნიშნეს, რომ საკითხს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაივლიდნენ.

მას შემდეგ 9 თვე გავიდა, თუმცა, პრობლემა პრობლემად რჩება _ ჩოხატაურელები ამ დროის განმავლობაში ფულს ჰაერში იხდიან,

უფრო მეტი კონკრეტიკისთვის, წყლის მიწოდების გრაფიკი და დარიცხული თანხები შევადარეთ. მაგალითისთვის "გურია ნიუსის" რედაქციის მრიცხველი გამოვიყენეთ.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, იანვარში ჩოხატაურს წყალი 24-საათიანი გრაფიკით მიეწოდებოდა. დეკემბერში წყლის გადასახადმა 17 ლარი და 23 თეთრი შეადგინა; იანვარში, 24-საათიანი გრაფიკის დროს გადასახადი 12 ლარი და 92 თეთრი იყო; თებერვალში, ასევე 24-საათიანი გრაფიკის დროს _ 17 ლარი და 23 თეთრი; მარტში, 24-საათიანი მომარაგების დროს _ 21 ლარი და 54 თეთრი; ასევე უწყვეტი წყალმომარაგების დროს, აპრილში, გადასახადი 17 ლარი და 23 თეთრია;  მაისში, 24-საათიანი გრაფიკის დროს _ 21 ლარი და 54 თეთრი; ივნისში, 6-საათიანი მომარაგების დროს _ 21 ლარი და 54 თეთრი; ივლისში კი 4-საათიანი გრაფიკის დროს  _ 90 ლარი და 45 თეთრი.

რომ არაფერი ვთქვათ იმ მეტად საეჭვო გარემოებაზე, რომ სამი თვის მანძილზე ზუსტად ერთი და იმავე რაოდენობის წყალს მოვიხმართ და შესაბამისად, ერთნაირი გადასახადი მოდის, გაერთიანებული წყალმომარაგების წარმომადგენელთა არასწორ ქმედებაზე ივლისში მოსული გადასახადიც კმარა _ 4-საათიანი გრაფიკის დროს, რედაქცია, რომელიც წყალს საკმაოდ მცირე რაოდენობით იყენებს, 90 ლარს და 45 თეთრს ვერ დახარჯავდა. ამას ისიც ემატება, რომ ივლისში, ჩვენს ოფისში "ივლიტას ბიბლიოთეკის" სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და 4 დღის განმავლობაში წყლის მილი საერთოდ ჩაჭრილი იყო. სხვა დღეებში კი მოხალისეებს წყლის ბიდონებით მოტანა უხდებოდათ იმის გამო, რომ წყალი არ იყო.

პრობლემის შესახებ წყალმომარაგების კომპანიაც ბევრჯერ ჩავაყენეთ საქმის კურსში, თუმცა, ბევრი ვერაფერი გავარკვიეთ _ მათი თქმით, ხან ჩოხატაურის ცენტრში იყო მილები დაზიანებული, ხან წყლის დებეტი არ იყო საკმარისი _ ერთი სიტყვით, ივლისში, წყალი პრაქტიკულად არ მოსულა, თუმცა, ამას კომპანიისთვის ხელი არ შეუშლია, რომ მაღალი გადასახადი გამოეგზავნა.

მსგავს სიტუაციაშია ბევრი ოჯახი _ მაშინ, როცა გრაფიკით ყველაზე  მცირე დროის განმავლობაში მოდის წყალი, გადასახადი ყველაზე მაღალია.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა ამბობს, რომ 2014 წელს, მოსახლეობისთვის მიცემული დაპირება შეასრულა და სიტუაციაც გაარკვია:

_ რა თქმა უნდა, გავარკვიეთ, თუმცა, ფიზიკის კანონების ელემენტარული ცოდნა ამის ახსნას იძლევა _ როცა სისტემა იცლება, წყლისა და ჰაერის ხვედრით წონაში სხვაობის გამო, წყლის ხელახლა მიწოდებას, ანუ სისტემის შევსებას წინ უსწრებს ჰაერის ნაკადი და გარკვეულ მომენტში მრიცხველი წყლის მიწოდების გარეშე ტრიალებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 1კუბური მეტრი ანუ დაახლოებით ერთი ტონა წყლის მოხმარებისთვის გადასახადი 42 თეთრამდეა, მოსახლეობისათვის დანაკარგი თვის განმავლობაში თეთრებია. ეს პრობლემა მოგვარდება, როცა სისტემაში წყალი მუდმივად იქნება. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან" ერთად, _ აღნიშნავს გამგებელი.

თუმცა, ის, რაც ირაკლი კუჭავასთვის "თეთრების დანაკარგია", ქვითრებზე საკმაოდ სოლიდური თანხებით გამოიხატება და ამის მხოლოდ წერა-კითხვის ცოდნა სჭირდება; ასევე ინტერესიც, რომ მოსახლეობის რამდენიმეთვიან პრეტენზიას, რომელიც ფაქტებიდან გამომდინარე, საფუძვლიანია, პასუხი გასცე.

_ პაპანაქება სიცხეში გადავწყვიტე, გამომეცადა ჩოხატაურში ახლად გაყვანილი წყლის მილები და მრიცხველი, რომელსაც მანამდე არ ვიყენებდი. აღმოვაჩინე, რომ წყლის მაგივრად "ჰაერის გადასახადი" იწერებოდა. აღნიშნული საკითხი დავაყენე ჩოხატაურის წყალმომარაგების წარმომადგენელთან და ავუხსენი მდგომარეობა, მათ კი მიპასუხეს, რომ ეს გამორიცხული იყო და გურული იუმორიც დაამატეს _ პაპანაქება სიცხეში წყალი მიწამ ჩაყლაპაო. ჩაყლაპული წყლის რაოდენობა 3 დღეში მრიცხველის ჩვენებით 4 000 ლიტრი აღმოჩნდა, მე კი ისევ უწყლოდ ვარ და ველოდები, როდის "გარდაიქმნება" ჰაერი წყლად, _ ამბობს გურამ ბერძენიშვილი.

გურამ ბერძენიშვილის არითმეტიკა გამგებლის "თეთრებზე" რომ გადავიყვანოთ, "ჰაერის გადასახადი" სამ დღეში 1 ლარი და 64 თეთრია, თვის მანძილზე კი 16 ლარი და 40 თეთრი. ეს მხოლოდ ერთ ოჯახზე, ასეთები კი, როგორც ბერძენიშვილი ამბობს, ძალიან ბევრია.

რაც შეეხება იურიდიულ პირებს, რომელთა გადასახადი 10-ჯერ მეტია, მათ ჰაერში ერთი თვის მანძილზე 164 ლარის გადახდა მოუწევთ.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოზურგეთის სერვისცენტრის უფროსი დავით ცერცვაძე ამბობს, რომ ჰაერში ფულის გადახდა მოსახლეობას მალე აღარ მოუწევს:

_ ჰაერი ცოტა ღირს ძალიან, _ პრობლემის არსებობას არ უარყოფს ცერცვაძე.

_ ცოტა რამდენია?

_ რა ვიცი _ თვის განმავლობაში რაღაც თეთრებს შეადგენს. ზუსტად მაგას ვერც მე დავთვლი და ვერც ვერავინ… რაღაც რომ არის, ფაქტია.

_ ჩვენ დავთვალეთ, ფაქტებით დავადასტურეთ და მოსახლეობისთვის ეს "თეთრები" თვის განმავლობაში 16 ლარი და 40 თეთრია, იურიდიული პირებისთვის კი ათჯერ მეტი. როდის გახდება ჰაერი უფასო?

_ მალე დავამთავრებ წყლის ამ ავადსახსენებელი სათავის კეთებას და მეც დავისვენებ და მთელი ჩოხატაურიც.

კითხვაზე, როგორ ხდება, რომ თვეების განმავლობაში მრიცხველის ჩვენება ზუსტად ერთი და იმავე თანხას შეადგენს, რაც ბადებს ეჭვს, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების თანამშრომლები ქვითრებს ზეპირად ადგენენ,  ცერცვაძე გვპასუხობს, რომ საკითხში გაერკვევა და კომენტარს შემდეგ გააკეთებს.

_ თუ ვინმე დანაშაულს ჩადის და ქვითრებს ზეპირად წერს, აუცილებლად დაისჯება, _ "დაგვამშვიდა" ცერცვაძემ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

უმაღლესი ლიგა იწყება

საზოგადოებრივი ტუალეტები მეპატრონის მოლოდინში

ყველა სიახლე

საზოგადოება

რთული მეტეოროლოგიური პირობები- სად შეიზღუდა მოძრაობა

17:28; 7.12.2025
საზოგადოება

წაქცეული ხე ავტომობილს, გაზის მილს და ელექტროხაზებს დაეცა

16:24; 7.12.2025
საზოგადოება

ოზურგეთელი ახალგაზრდის მორიგი წარმატება

15:54; 7.12.2025
პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი

15:47; 7.12.2025
საზოგადოება

მეტეოროლოგი მოსალოდნელი ამინდის შესახებ გვაფრთხილებს

15:42; 7.12.2025
საზოგადოება

“ქალაქიდან გასვლა უკვე პრობლემა გახდა”

15:27; 7.12.2025
საზოგადოება

2024/2025 სასწავლო წლებში სკოლაში სწავლა 9 024-მა მოსწავლემ შეწყვიტა – დეტალები

15:03; 7.12.2025
ფეისბუქსტატუსები

გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

14:20; 7.12.2025
პოლიტიკა

“საჭიროა საერთაშორისო გამოძიება” – ბარამიძე ქიმიურ ნივთიერებაზე

13:46; 7.12.2025
მსოფლიო

წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

13:02; 7.12.2025
საზოგადოება

“სუს-ის ციფრები ინტოქსიკაციის რეალურ მასშტაბს არ ასახავს”- ქურდოვანიძე

12:29; 7.12.2025
სამართალი

არასრულწლოვანი გოგონები თანატოლ გოგონას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

12:20; 7.12.2025
პოლიტიკა

საპროტესტო აქცია თბილისში _ “ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება”

12:06; 7.12.2025
სპორტი

მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა

10:18; 7.12.2025
სამართალი

პოლიციამ ქურდობის ფაქტზე 4 არასრულწლოვანი დააკავა

10:12; 7.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

14:20; 7.12.2025
0

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო