ამერიკის შეერთებულ შტატების ჩრდილოეთისა და სამხრეთის სანაპირო ზოლს, ამ წლის ბოლოს, შესაძლოა, "გოძილა ელ ნინომ" დაარტყას.
ამის შესახებ ინფორმაციას CBS NEWS-ი სინოპტიკოსების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეროვნული ოკეანოგრაფიული და ატმოსფერული ადმინისტრაციის კლიმატის პროგნოზირების ცენტრმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას ოკეანის წყლების დათბობის გამო შესაძლოა წვიმებმა და კლიმატის ცვლილების გამო გამოწვეულმა სხვა სახის გაუარესებულმა ამინდმა, ერთ-ერთი კლიმატოლოგისგან პირობითად დასახელებულმა, "გოძილა ელ ნინომ" დაარტყას.
მათი განცხადებით, ტროპიკული ციკლონის ზრდა წყნარ ოკეანეში ხანგრძლივ წვიმებსა და დიდთოვლობას გამოიწვევს, რაც, სავარაუდოდ, გვიან შემოდგომაზე ან ზამთრის დასაწყისში პიკს მიაღწევს.
"თუ ასე გაგრძელდა დიდი გავლენა არა მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში, არამედ მთელ პლანეტაზე ექნება."_განაცხადა კლიმატოლოგმა, ბილ პლათზერთმა.
სინოპტიკოსების თქმით, მათ ამის შეჩერება არ შეუძლიათ, მაგრამ ეცდებიან მომზადებულები შეხვდნენ.