ბახმაროში, 19 აგვისტოს ტრადიციული დოღი შედგა. 1 კილომეტრიან დოღში პირველი ადგილი კუსა ბასილიამ (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) დაიკავა, 2 და 3 კილომეტრიან დოღში პირველობა არავის დაუთმეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში მცხოვრებმა ვარდენ ხურციამ და სოფელი ბახვიდან, გივი გიორგაძემ. მთავარი პრიზი და გამარჯვება კუსა ბასილიამ მოიპოვა, ის 7 კილომეტრიანი დოღის გამარჯვებული გახდა.
პირველ ადგილზე გასულ კუსა ბასილიას და ვარდენ ხურციას 200-200 ლარი ქალაქ ოზურგეთის მერმა, ბეგი სიორიძემ გადასცა, სხვა გამარჯვებულები კი გურიის გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.
ვრცელ რეპორტაჟს ბახმაროდან “გურია ნიუსი“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.