იოლანტა სნეიდერი
ტელეწამყვანი და უბრალოდ ლამაზი ქალი – იოლანტა ჰოლანდიელი ვარსკვლავის, უესლი სნეიდერის მეუღლეა. თავისი სექსუალურობით იოლანტამ დიდი ხანია, ყურადღება მიიპყრო. გავლენიანმა ჟურნალმა "FHM“ იოლანტა სნეიდერი ჰოლანდიის ყველაზე სექსუალურ ქალად ოთხჯერ დაასახელა. იოლანტა თითქმის არ აცდენს მეუღლის მატჩებს და სტადიონის ტრიბუნიდან გულმხურვალედ ქომაგობს მას.
სარა კარბონერო
სარა კარბონერო, ესპანელი მოდელი და ტელეწამყვანი პორტუგალიური "პორტუსა“ და ესპანეთის ნაკრების გოლკიპერის, იკერ კასილასის საცოლეა. იკერისა და სარას რომანის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობის დროს გახდა, ხოლო პირდაპირ ეთერში ნაჩვენებმა წყვილის ვნებიანმა ამბორმა იკერის თაყვანისმცემლებს საბოლოოდ დაუკარგა იმედი, რომ ოდესმე მათი რჩეული გახდებოდა.
კაროლინა სელიკო
კაროლინა სელიკო ცნობილი ბრაზილიელი მოთამაშე კაკას მეუღლეა. კაროლინა ნამდვილი პოლიგლოტია და საუბრობს თავისუფლად ხუთ ენაზე: ესპანურ, პორტუგალიურ, ინგლისურ, ფრანგულ და იტალიურ ენებზე. კაკა და კაროლინა 2005 წლიდან ერთად ცხოვრობენ. კაროლინას დედა ბრაზილიაში "დიორის" სახლის წარმომადგენელია და არც კაროლინაა შორს სამოდელო ბიზნესისგან. ის ხშირად მონაწილეობს ჩვენებებში.
შაკირა
"ბარსელონას" და ესპანეთის ნაკრების მცველის, ხერარდ პიკეს ვარსკვლავური მეორე ნახევარი – შაკირა 10 წლით უფროსია თავის რჩეულზე. შაკირას პოპვარსკვლავობა და პიკეს სპორტული წარმატებები ამ წყვილს ერთ-ერთი ყველაზე გლამურული წყვილის სახელს ანიჭებს.
ვიქტორია ბექჰემი
დევიდ ბექჰემის ცნობილი მეუღლე, მიმდინარე წლის 17 აპრილს 41 წლის გახდა, თუმცა, დღემდე მიიჩნევა სილამაზის ეტალონად, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ხშირად სწორედ ვიქტორიას გემოვნებასა და პლასტიკურ ოპერაციებზე საუბრობენ. დევიდის მეუღლე ბრწყინვალე ფორმაშია და სიამოვნებით უკეთებს დემონსტრირებას თავის სხეულს. "სფაის გერლზის" ყოფილი სოლისტი სამოდელო ბიზნესით არის დაკავებული და ამ სფეროში დიდი გავლენითაც სარგებლობს.