საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობის თავმჯდომარის, ანდრო ხეთერელის თქმით, დაინტერესების შემთხვევაში, ფერმერები ნიორის წარმოებით მნიშვნელოვან ფინანსურ მოგებას ნახავენ, რადგან დღევანდელ ბაზარზე ერთი კილოგრამი ნიორის ფასი 8-დან 12 ლარამდე მერყეობს. ცნობილი აგრონომის თქმით, ამ კულტურის წარმოება არც ისე რთულია და მას მხოლოდ ორი წამლობა სჭირდება.
I წამლობა
დათესვამდე საჭიროა ნიორის კბილები დამუშავდეს 1%-იან შაბიამნის ან პრეპარატ ფუნდაზოლის ხსნარში. ამისათვის საჭიროა მოცემულ ხსნარში ნოირის კბილების ჩადება და 15-20 წუთის განმავლობაში გაჩერება
II წამლობა
მეორე წამლობა საჭიროა ჩატარდეს მცენარის 3 ფოთლის ფაზაში. ამ დროს 300 გრ ანტრაკოლი+10გრ დეცის პროფი+30-40გრ ზატო+50გრ ობერონი იხსნება 100 ლიტრ წყალში და ხდება შესხურება.
ხეთერელის განმარტებით, მეორე წამლობა საჭიროა ჩატარდეს თვეში სამჯერ, 8-10 დღიანი ინტერვალებით. მისივე თქმით, პლატნაციებზე, სადაც ნიორია მოყვანილი, აუცილებელია მოხდეს სარეველის საწინააღმდეგო პრეპარატის გამოყენება: _ ორლებნიანი სარეველების წინააღმდეგ გამოიყენება პრეპარატი “ტოტრილი”, 2-3ლ/ჰა-ზე, სარეველების (სარეველების და არა კულტურის) მიერ 2-3 ნამდვილი ფოთლის განვითარების ფაზაში ერთლებნიანი და მრავალწლიანი მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ, ფართობში მათი გამოჩენისთანავე საჭიროა პრეპარატ ფურორე-სუპერის გამოყენება 1.2-2.0ლ/ჰა-ზე ოდენობით, _ დასძინა აგრონომმა.