საჭირო მასალა: ცომისთვის საჭიროა 250 მლ. რძე, 30გრ მშრალი საფუარი, 2 სუფრის კოვზი შაქარი, 0.5 ჩაის კოვზე მარილი, 75 გრ დარბილებული კარაქი ან მარგარინი, 450 გრ. ფქვილი; შიგთავსისთვის _ 500 გრ რბილი ხაჭო, 3 სუფრის კოვზი შაქარი, 2 ცალი კვერცხი, 2 სუფრის კოვზი არაჟანი, 1 სუფრის კოვზი ფქვილი, ვანილი, ქიშმიში ან ხმელი ხილის ცუკატები.
მოვზილოთ ცომი და აფუების შემდეგ, დავყოთ 16 ბურთულად, რომლებსაც ვალაგებთ თუნუქის ფურცელზე და 15 წუთით ვაჩერებთ, რომ უკეთ გაფუვდეს. შემდეგ თითოეულ ბურთულას ვუკეთებთ ჩაღრმავებას და ვავსებთ შიგთავსით, თავზე გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხი, ვაცხობთ საშუალო ცეცხლზე. მზა “ვატრუშკას” გადავუსვათ კარაქი.