10 კალათისთვის საჭირო მასალა: ლორი _ 250 გრ; სოკო _ 150 გრ; მაგარი ყველი _ 100 გრ; 10 ცალი კვერცხი; მზესუმზირის ზეთი _ 2 სუფრის კოვზი; მარილი, პილპილი _ გემოვნებით; კონა სხვადასხვა მწვანილი.
მომზადება: ლორი დავჭრათ წვრილ ლენტებად; წვრილად დავჭრათ სოკო და შევწვათ ზეთში. მოვაყაროთ ცოტა მარილი. ყველი მსხვილ სახეხზე გავხეხოთ. მაფინების (ან ნამცხვარ "კალათის") ფორმებში ჩავალაგოთ ლორის ნაჭრები. ფორმის ძირში ჩავყაროთ ყველი, ზემოდან _ სოკო, მოაყაროთ მარილი, წიწაკა. თითოეულ ფორმაში ჩავასხთ თითო კვერცხი ფრთხილად, რომ გული არ გასკდეს. თუ ფორმები პატარებია, შეგვიძლია მწყრის კვერცხი გამოვიყენოთ.
ფორმები დავაწყოთ ღობურაზე და შევდოთ აირღუმელში; როცა ცილა გამაგრდება, უკვე მზადაა. ამას დაახლოებით 10 წუთი სჭირდება. სუფრასთან ცხელი მიგვაქვს, მწვანილით მორთული.