https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“დავემუქრე კი არა, თავს გავუჭყაპავ!“ _ გურიის საფეხბურთო სკანდალები გრძელდება

16:09; 8.09.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ (სფფ) უკანონოდ ცნო გურიის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციის (გრფფ)აღმასკომის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ფედერაციის მომავალ ყრილობაზე  დელეგატად იური ჩხაიძე უნდა ყოფილიყო.

ჩხაიძე დელეგატად გრფფ-ს გამგეობის წევრებმა ოზურგეთში, გუბერნიაში გამართული „სახელდახელო თათბირიდან“ რამდენიმე დღეში აირჩიეს და მას კახა ებრალიძე არ ესწრებოდა.

როგორც გამგეობის წევრები განმარტავდნენ, ებრალიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილება დელეგატად ტყებუჩავას წარდგენის შესახებ უკანონო იყო. მიღებულ დოკუმენტში მხოლოდ ისაა აღნიშნული, რომ დელეგატი ჩხაიძე იქნებოდა. რაც შეეხება არველაძის კანდიდატურას, რომელიც ასევე ერთპიროვნულად წარადგინა კახა ებრალიძემ, რასაც ლანჩხუთელების პროტესტი მოჰყვა, არავის შეუცვლია _ საუბარი მხოლოდ დელეგატის შეცვლაზე იყო.

საბოლოოდ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სფფ-მ გადაწყვეტილება ებრალიძის სასარგებლოდ მიიღო და დელეგატად გოჩა ტყებუჩავა რჩება. კადრი, რომლის გამოც  ებრალიძის და  გრფფ-ს გამგეობის წევრების დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. უფრო მეტიც, გამგეობის წევრებმა დახმარებისთვის გუბერნატორსაც მიმართეს, საქმეში სუს-იც კი ჩაერთო, თუმცა, ამ ყველაფერს ებრალიძის კანდიდატურაზე გავლენა არ მოუხდენია.

გამგეობის წევრების მტკიცებით, ებრალიძეს დელეგატის ერთპიროვნულად წარდგენის უფლება არ ჰქონდა, ებრალიძე კი ამბობს, რომ უფლებას წესდება აძლევს, რომელსაც, როგორც ირკვევა, გამგეობის წევრები არ იცნობენ.

წესდებაში კი, რომელიც „გურია ნიუსმა“ მოიპოვა, წერია, რომ ფედერაციის წევრს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, არჩეული იქნას ფედერაციის გამგეობაში და სხვა ქვესტრუქტურებში; მოითხოვოს სამართლებრივი ინტერესების და უფლებების დაცვა.

ებრალიძის თქმით, წესდების თანახმად, გამგეობის წევრებს გუბერნიისთვის მიმართვის უფლება არ ჰქონდათ. წესდებაში კი მხოლოდ ისაა დაკონკრეტებული, რომ მათ არ შეუძლიათ საფეხბურთო ამბების გადასაწყვეტად სასამართლოს მიმართონ:

„ფედერაციის წევრ კლუბებსა და კლუბის წევრებს არ აქვთ უფლება ფედერაციასთან, სხვა კლუბებთან ან წევრებთან სპორტულ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად მიმართონ სამოქალაქო სასამართლოს. აღნიშნული საკითხები განიხილება ფედერაციის შექმნილი კომისიების მიერ,“ _ წერია წესდებაში.

_ როცა წერია, რომ არ აქვთ უფლება მიმართონ სასამართლოს, ეს იმასაც ნიშნავს, რომ არც გუბერნიას უნდა მიმართონ. ფეხბურთს მისი კანონები აქვს, _ განმარტავს ებრალიძე.
მისივე თქმით, მას ჰქონდა უფლება ერთპიროვნულად მიეღო გადაწყვეტილება და წარედგინა დელეგატი, თუმცა, წესდებაში, რომლის მუხლები ერთმანეთის საწინააღმდეგოა, ეს დაკონკრეტებული არ არის.

წესდების თანახმად, პრეზიდენტი ხელმძღვანელობს ფედერაციის გამგეობას, აქვს უფლება საერთო კრებებს შორის პერიოდში შეიტანოს ცვლილებები გამგეობის შემადგენლობაში, იწვევს და უძღვება გამგეობის სხდომას, ახორციელებს საერთო ხელმძღვანელობას, ხელს აწერს ფედერაციის სახელით დადებულ ხელშეკრულებებს, გარიგებებს, ხსნის და ხურავს ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში, გამგეობასთან შეთანხმებით განკარგავს ქონებას და სახსრებს, ასრულებს გამგეობის და საერთო კრებების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

როგორც ებრალიძე ამბობს, წესდებაში არსად არ წერია, რომ მას ტყებუჩავას წარდგენის ერთპიროვნული უფლება არ ჰქონდა:

_ ამას გარდა, წესდებაში გაწერილია, თუ რა სახის გადაწყვეტილებებს იღებენ გამგეობის წევრები. ჩამონათვალში არსადაა მითითებული სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატისა და დელეგატის წარდგენის უფლება და შესაბამისად, მათი წარდგენის სრული თავისუფლება მაქვს და არანაირი შეზღუდვა, _ ამბობს ებრალიძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ წესდების თანახმად, გამგეობის წევრებს შორის წესდების განმარტებასთან  და შესრულებასთან დაკავშირებული დავა გადაწყდება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ხოლო თუ ურთიერთშეთანხმება არ იქნა მიღწეული, მაშინ დავას სასამართლო წყვეტს.

როგორც გავარკვიეთ, ჯერჯერობით, სასამართლოსთვის არავის მიუმართავს.

აღსანიშნავია ისიც, რომ წესდების თანახმად, ფედერაციის უმაღლესი ორგანოა საერთო კრება, რომელიც ამტკიცებს, ცვლის და შეაქვს ცვლილებები წესდებაში, ირჩევს გამგეობას, ცვლის მის შემადგენლობას, ირჩევს ფედერაციის პრეზიდენტს, მის მოადგილეს, საკონტროლო სარევიზიო კომისიას, იღებს გადაწყვეტილებას ფედერაციის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ, ამტკიცებს ფედერაციის გეგმებს და ბიუჯეტს.

წესდებაში კონკრეტულად არ წერია, ირჩევენ თუ არა დელეგატს. მიუხედავად ამისა, 2004 წელს, გურიის ფეხბურთის ფედერაციამ დელეგატები კრების შედეგად აირჩია და ეს ოქმშიცაა დაფიქსირებული.

ერთი სიტყვით, თავად წესდებაა ბუნდოვანი, რაც ებრალიძეს დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას აძლევს და მოქმედებს კიდეც, ხოლო მისი მხრიდან ყოველგვარ ზეწოლას გამორიცხავს.

თუმცა, გურიის საფეხბურთო სამყაროში სკანდალები ამით არ ამოწურულა _ ერთ-ერთი მედიასაშუალების ინფორმაციით, გურიის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრს გრიშა თოდრიას, რომელიც სფფ-ს პრეზიდენტის არჩევნებში მხარს მერაბ ჟორდანიას უჭერს, ლანჩხუთის სტადიონის დირექტორი შოთა პატარაია შუბლის გახვრეტით დაემუქრა.
ინკოგნიტო წყაროს თქმით, პატარაია “კანონიერი ქურდის“ _ ამირან ებრალიძის მძახალია და მხარს რევაზ არველაძეს უჭერს.

ამავე წყაროს მტკიცებით, არველაძე უკვე ბინძური მეთოდებით იბრძვის და ებრალიძის საშუალებით საქმეში ქურდები ჩარია.

მედიასაშუალებისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, გურიის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ბენო თავბერიძე, ასევე, აღმასკომის წევრები – გრიშა თოდრია, ამირან ვანიძე და იური ჩხაიძე ავტომანქანით ჩოხატაურიდან მიემგზავრებოდნენ ლანჩხუთში, რათა მონაწილეობა მიეღოთ ფედერაციის აღმასკომის კრებაში, რომელზეც უნდა არჩეულიყო დელეგატი, რომელიც მიიღებდა ხმის უფლებას, ამ დელეგატს კი 3 ოქტომბრისთვის გამოაგზავნიდნენ თბილისში.

“მგზავრობისას გრიშა თოდრიას თავის მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა შოთა პატარაია, რომელიც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, თუკი ლანჩხუთი ჩავიდოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე დაიკითხა ლანჩხუთის სტადიონის დირექტორი, პატარაია“, _ აცხადებს გამოცემის წყარო.

აღნიშნული ზარის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ბენო თავბერიძე:

_ ნამდვილად მივდიოდით ერთად. მანქანაში ვიღაცამ დაურეკა რამდენჯერმე და ზარის შემდეგ თქვა, რომ ლანჩხუთში არ წამოვიდოდა. სულ ესაა, რაც ამ საქმეზე ვიცი. მას შემდეგ გრიშა არც მეკონტაქტება, _ გვითხრა თავბერიძემ.

თოდრიასთან გახორციელებული ზარის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს შოთა პატარაია:

_ მართალია. გრიშა თოდრია ჩემი მეგობარია და რასაც მინდა, იმას ვეტყვი.

_ თქვენ დაურეკეთ თოდრიას და უთხარით, რომ ლანჩხუთში არ ჩამოსულიყო?

_ ჩემი საქმეა, რას ვეტყვი ცემს მეგობარს.

_ საუბრის დროს თქვენი მძახლის, ამირან ებრალიძის სახელი გამოიყენეთ?

_ არა.

_ თოდრიას დაემუქრეთ?

_ დავემუქრე კი არა, თავს გავუჭყაპავ. იმიტომ, რომ უვარგისი პიროვნებაა. არაადამიანი.

_ თუ თქვენი მეგობარია, ასე რატომ ლაპარაკობთ მასზე?

_ რასაც მინდა, იმას ვეტყვი! რა თქვენი საქმეა?! ღირსი იყო და ვაგინე. კიდევ შევაგინებ,  უარესს ვუზამ.

_ რას გულისხმობთ?

_ ყველაფერს. რომ შემხვდება ქუჩაში, მაგასთან გავარკვევ საქმეს. კი, ზუსტადაც დავემუქრე, მეგობრობის ამბავში და არა _ ფეხბურთის.

_ ბატონო შოთა,  ცნობილია, რომ თოდრია მერაბ ჟორდანიას უჭერდა მხარს. თქვენ ვის გულშემატკივრობთ?

_ არავის, სულ ცალ ფეხზე მკიდია ყველა, ვინ მონაწილეობას იღებს არჩევნებში, _ გვითხრა პატარაიამ და აღნიშნა, რომ თოდრიას „შუბლის გახვრეტით, როგორც ამას სხვადასხვა მედიასაშუალებები წერენ, არ დამუქრებია“.

რაც შეეხება ამირან ებრალიძეს, მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. მისი ოჯახის წევრების თქმით, ებრალიძეს ამ საქმესთან კავშირი არ აქვს და გავრცელებული ინფორმაცია არასწორია:

_ ამირანი ისეთ სიტუაციაშია, რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ მასთან კონტაქტს _ თავად გვიკავშირდება. ეს ამბავიც ჩვენგან გაიგო და თქვა, რომ სისულელეა. ნამდვილად არ სცალია მაგისთვის. ვერ გავიგეთ, რას გვერჩიან ჟურნალისტები _ ჯერ მოკლესო და გული გაგვიხეთქეს, ახლა ეს. დაგვანებონ თავი და გვაცადონ მშვიდად ცხოვრება, _ აღნიშნეს ებრალიძის ოჯახის წევრებმა „გურია ნიუსთან“ საუბრისას.

გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კახა ებრალიძე ამბობს, რომ ეს ყველაფერი ჭორია:

_ უსაფუძვლოა ჭორი, რომ თითქოს გურიის ფეხბურთის ფედერაციის გამგეობის წევრ გრიშა თოდრიაზე გახორციელდა მუქარა და თითქოს ამას კავშირი აქვს ჩემთან და სფფ-ის არჩევნებთან. ვფიქრობ, ჟურნალისტები სპეციალურად შეიყვანეს შეცდომაში და ამ ჭორით იმის გადაფარვა მოისურვეს, ჩემს ოჯახის ბიზნესობიექტზე შემოსავლების სამსახური რომ შევიდა (ბოლო ორ წელიწადში მაკონტროლებელი ორგანო მესამედ!), რასაც საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა.

მთელი პასუხისმგებლობით და კატეგორიულად ვაცხადებ, რომ მთელი ცხოვრება ფეხბურთში ვარ და "კანონიერ ქურდებთან" შეხება არასდროს მქონია! მით უმეტეს, აბსურდია საერთოდ რაიმე ზეწოლის სურვილი გამჩენოდა გამგეობის წევრებზე _ ჩემი პიროვნული ხასიათიდან გამომდინარე.

თავად გამგეობის წევრები, რომლებიც ამ შემთხვევაში ჩემი ოპონენტები არიან, დამეთანხმებიან, რომ ჩემი მხრიდან მუქარა გამორიცხულია! _ ამბობს ებრალიძე.

როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 151-ე _  მუქარის მუხლით არის აღძრული. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ აკონკრეტებენ, ვინ შეიტანა უწყებაში საჩივარი, თუმცა, როგორც გრიშა თოდრია ამბობს, მას საჩივარი არ შეუტანია:

_ არ ვიცი, ვის აძლევს ხელს ეს გარეწრობა, არც ის ვიცი, საჩივარი ვინ შეიტანა. არც არავინ დამმუქრებია, არც დაურეკავს. ჩვენ ერთმანეთში თუ  რამეს ვიტყვით, ეს არაა მუქარა. შოთა პატარაია  ჩემი უახლოესი მეგობარი, უსაყვარლესი პიროვნებაა, კაცი, რომელმაც შემაყვარა მთელი ლანჩხუთში, ფეხბურთის სამყარო _ მასეთი მეორე არ მყავს. მაინცდამაინც თავი მოვიკლა?! გავგიჟდი კაცი! არ ვიცი, ვის ინტერესშია ეს ამბავი, მაგრამ ასე როგორ შეიძლება ადამიანს ადამიანი გაამეტებინო?! არაფერი არ არსებობს ამ ქვეყანაზე საერთოდ? არც ბურთი და არც არაფერი არ მინდა! შოთას სახლში ჩემი ლოგინი დგას, მეორე ოჯახია და რის მუქარა, რა მუქარა?! _ გვითხრა თოდრიამ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"სასწავლო ცენტრი კარგი მაგალითია, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს პირველადი ჯანდაცვის ობიექტი“

მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე კურიოზული ტრავმები

ყველა სიახლე

ზაფრანი

საინტერესო ფაქტები თოვლის ბაბუაზე

18:03; 2.01.2026
საზოგადოება

“მოძრაობა გახორციელდება ცალმხრივ რეჟიმში”- საავტომობილო გზების დეპარტამენტი

17:31; 2.01.2026
პოლიტიკა

“საქართველო რუსულ ბანაკშია”- მარკო მიხელსონი

17:19; 2.01.2026
საზოგადოება

დეკანოზი ჯაღმაიძე: სამჯერ დავაყენეთ პატიმრების, მათ შორის მზია ამაღლობელის გათავისუფლების საკითხი

15:17; 2.01.2026
საზოგადოება

დედაქალაქში და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები თოვლისგან გაიწმინდა

15:09; 2.01.2026
საზოგადოება

როდემდე გადავადდა შორ მანძილზე მგზავრთა მიკროავტობუსებით გადაყვანის აკრძალვა

13:56; 2.01.2026
საზოგადოება

ოზურგეთში 2026 წლის პირველი ახალშობილი დაიბადა

13:39; 2.01.2026
სამართალი

“წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა”- ბრალდებული სამეგრელოში დააკავეს

13:15; 2.01.2026
საზოგადოება

როდემდე იფუნქციონირებს საახალწლო სოფელი თბილისში

13:05; 2.01.2026
მსოფლიო

საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

10:18; 2.01.2026
საზოგადოება

რა ვითარებაა ნატახტარი-ბორითის სატრანსპორტო კვანძზე

10:08; 2.01.2026
ზაფრანი

საინტერესო ფაქტები ახალი წლის შესახებ

9:58; 2.01.2026
ზაფრანი

იცნობდეთ – სანტა კლაუსი

9:56; 2.01.2026
ზაფრანი

საახალწლო ტრადიციები – ბრინჯის ფაფა, ჩაი და მაკარონი…

9:53; 2.01.2026
კულტურა

ყველაზე პოპულარული საახალწლო – საშობაო ფილმები

9:49; 2.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო