ჟიზელ ბუნდჰენი – 25 მილიონი დოლარი
34 წლის ბრაზილიელი სუპერმოდელი, რომელიც უკანასკნელი წლებია, რეიტინგის პირველ საფეხურზე "დაფუძნდა" და, როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს იბატონებს მოდის სამყაროში. ბუნდჰენი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელია მსოფლიოში და მისით აღფრთოვანებას ვერ მალავენ პლანეტის საუკეთესო მოდელიერები. ჟიზელი ყველაზე სასურველი და წარმატებული მოდელია, რომელიც "ვერსაჩესთნ" და "დიორთან" თანამშრომლობს. იგი ძვირად ღირებული მაჯის საათების ფირმა "ებელის" და საკუთარი საზაფხულო ტანსაცმლის ხაზის სახე და ასევე, განთქმული ქველმოქმედია.
ჰაიდი კლუმი – 9,7 მილიონი ფუნტი-სტერლინგი
41 წლის გერმანელი ჰაიდი კლუმი, მოდელის კვალობაზე სოლიდური ასაკის მიუხედავად, მეორე პოზიციაზე იმყოფება. ჰაიდი კლუმი "დიეტ კოკასთან", "ფოლკსვაგენთან", "მაკდონალდსთან" და "მოტოროლასთან" თანამშრომლობს და პარალელურად, საკუთარი სატელევიზიო შოუ მიჰყავს.
ადრიანა ლიმა – 4,8 მილიონი ფუნტი-სტერლინგი
ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სექსუალური მოდელი, რომელმაც გათხოვებისა და ბავშვის გაჩენის შემდეგ დათმო პოზიციები ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების რეიტინგშია.
დაუტცენ კროესი – 3,6 მილიონი ფუნტი-სტერლინგი
ჰოლანდიურ სოფელში დაბადებული, 30 წლის დაუტცენ კროესი, ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელია. მისი ერთ-ერთი უმთავრესი დამქირავებელი "ვიქტორია სიკრეტია", რომლის თეთრეულშიც ქერათმიანი დაუტცენი მართლაც ძალზე მიმზიდველად გამოიყურება.
კეროლინ მერფი – 1,8 მილიონი ფუნტი-სტერლინგი
მოდელების "ძველი გვარდიის" კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელზეც ასაკი ვერანაირად ვერ მოქმედებს, 41 წლის კეროლინ მერფი, დღემდე ითვლება საცურაო კოსტიუმებისა და სექსუალური საცვლების პოდიუმზე ჩვენების ეტალონ-მოდელად. სხვადასხვა დროს კეროლინი "მარკ ჯეიკობსთან", "რობერტო კავალისთან", "დიორთან", "ვერსაჩესთან", "ოსკარ დე ლა რენტასთან" და სხვა ცნობილ სამოდელო სახლებთან თანამშრომლობდა.

































































