პორტლენდში მცხოვრებმა პოლიციელმა, დევიდ კემპესმა აღმოაჩინა, რომ მისი კუთვნილი კატები ქურდები არიან.
METRO NEWS-ის ცნობით, 4 წლის წინ, დევიდმა შენიშნა, რომ მის სახლსა და ეზოში უცხო ნივთები კატებს მიჰქონდათ.
პოლიციელის თქმით, ნივთები სახლში კატას, სახელად თაიგერს მიაქვს.
როგორც ცნობილია, პატრონს თაიგერის დანაშაული რომ დაემტკიცებინა, ეზოში ფარული კამერა დაამონტაჟა.
ვიდეომ ცხადყო, რომ მეორე კატაც, სახელად შუგარდიც ქურდობდა.
აღსანიშნავია, რომ კატების მიერ მოტანილ ნივთებს შორის დევიდმა მარიხუანაც აღმოაჩინა.
პოლიციელის თქმით, კატების მიერ მიტანილი ნაქურდალი ნივთებიდან, გამოსადეგი ნივთები გაჭირვებულ ადამიანთა დასახმარებელ ცენტრში მიაქვს.






























































