ქალაქ ოზურგეთის მერმა, ბეგლარ სიორიძემ სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა და პედაგოგებს პირადად მიულოცა.
ქალაქის მერი საჯარო სკოლებში საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელთან, ლელა იმედაშვილთან ერთად სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.
''გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, როგორც მოსწავლეებს, ასევე, პედაგოგებს და მშობლებს. მიხარია, რომ წელს უკვე მეორედ მაქვს შესაძლებლობა, სასწავლო წელი პირადად მოგილოცოთ. ნათელ მომავალს და ცხოვრების წარმატებულ გზას გისურვებთ. ქალაქის მერია ფუნქციონირების დაწყებიდან საჯარო სკოლების გვერდით დგას და თქვენს თანადგომას მომავალშიც გავაგრძელებთ. რადგან ოზურგეთის მომავალი განათლებულმა და ჯანსაღმა თაობამ უნდა შექმნას, ამ ყველაფრის საწინდარი კი სკოლაში მიღებული განათლებაა.'' – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ბეგლარ სიორიძემ.
ქალაქ ოზურგეთის სკოლებში წელს 236 პირველკლასელი შევიდა. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოზურგეთის შვიდივე სკოლას ფულადი თანხა გადასცა.
(R)































































