ინდოეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 17 დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, სატვირთო მანქანას მუშები დედაქალაქში მიყავდა.
წინასწარი ცნობით, მძღოლს მანქანის მართვის დროს ჩაეძინა, რამაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია.
როგორც ცნობილია, ინდოეთში ავარიები ხშირად ხდება და უმეტესად მანქანების გაუმართაობით არის გამოწვეული.
პოლიციის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, ყოველ წელს 110 000 ადამიანი იღუპება.




























































