ბრიტანული გამოცემა "The Sun"-ის მტკიცებით, ახლო წარსულში ცნობილ ფეხბურთელ დევიდ ბექჰემს ჯიბე დაუცარიელდა.
"The Sun"-ის ჟურნალისტების ხელთ არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც დევიდ ბექჰემმა პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერა დაასრულა, მისმა საერთო შემოსავალმა 10 პროცენტით იკლო.
კომპანია, რომელიც ბექჰემის კაპიტალის მართვით არის დაკავებული, იუწყება, რომ ინგლისელი ვარსკვლავის შემოსავალი 27 მილიონი დოლარიდან 24 მილიონ დოლარამდე დაეცა.
ბექჰემმა კარიერა 2013 წლის მაისში დაასრულა ფრანგულ "პარი სენ-ჟერმენში", მანამდე კი, ხუთი წლის განმავლობაში, ამერიკული "ლოს-ანჯელეს გელექსის" ღირსებას იცავდა, სადაც ზღაპრულ ხელფასს იღებდა.

































































