გიგი უგულავა და დავით კეზერაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილებით, უგულავას 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა, რამდენიმე მუხლის ამნისტიის შემდეგ მას 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რიყის გასხვისების საქმეზე უგულავა გამართლდა, თბილსერვის ჯგუფის საქმეზე კი, დამნაშავედ ცნეს.
გიგი უგულავა, მისი ადვოკატები და მხარდამჭერები განაჩენის გამოცხადებას სასამართლო დარბაზში არ დასწრებიან.
გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის მიმართ რიყის ტერიტორიისა და "თბილსერვისის" საქმეზე განაჩენი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
საქმე 100 ტომზე მეტს მოიცავდა და 150-ზე მეტი მოწმე დაკითხეს.
განაჩენის გამოცხადებამდე უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობდა, რომ გიგი უგულავას დაკავების შესახებ განაჩენის გამოცხადებამდეც ცნობილი იყო.
როგორც ბასილაია აცხადებდა სასამართლოს ეზოში უკვე მობილიზებული იყო 2 ავტობუსი პოლიცია, სპეცრაზმი და საბადრაგო სამსახური.
მისივე თქმით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს გადაწყვეტილება უკვე დაწერილი ჰქონდა.






































































