დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა ბადრაგმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანა. გიგი უგულავას მხარდამჭერები კი, ამ დრომდე საქალაქო სასამართლოში რჩებიან.
სასამართლოს შენობას კი პოლიციის კორდონი იცავს.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ უგულავასა და კეზერაშვილის განაჩენი ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. წარდგენილ ბრალდებაში თბილისის ყოფილი მერი ნაწილობრივ უდანაშაულოდ ცნო, კერძოდ, რიყის გასხვისების საქმეზე გაამართლა, თბილსერვის ჯგუფის საქმეზე კი მას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა; დავით კეზერაშვილი კი უდანაშაულოდ ცნო.
განაჩენის გამოცხადებას გიგი უგულავა მხარდამჭერებთან ერთად თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ელოდებოდა.





























































