ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან საპროტესტო აქცია იწყება.
ინფორმაციას ამის შესახებ "რუსთავი 2" ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე უკვე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. რამდენიმე წუთის წინ ადგილზე მივიდნენ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, რომლებიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გიგი უგულავასთვის გამოტანილ განაჩენს აპროტესტებენ.
ცნობისთვის, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილებით, თბილისის ყოფილ მერს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.






























































