ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახლთან, გიგი უგულავას დაკავების გასაპროტესტებლად მისულ მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, სამართალდამცავებმა აქციის ორი მონაწილე დააკავეს, რის შემდეგაც ადგილზე ვითარება დაიძაბა. დაკავებული პირების სამმართველოში გადაყვანის საშუალებას პოლიციელებს აქციის მონაწილეები არ აძლევდნენ ისინი საპატრულო მანქანას წინ გადაუდგნენ.
































































