"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ მაჭავარიანის აზრით, ხელისუფლება ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს და ასე არჩევნებამდე ვერ მიაღწევს.
ამის შესახებ მაჭავარიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას განაჩენის გამოცხადების შემდეგ აღნიშნა.
ამასთან, მაჭავარიანი ფიქრობს, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ დაწერილი გადაწყვეტილება გამოაცხადა.
"გიგი უგულავა იყო ივანიშვილის პირადი პატიმარი. ის, რომ გიგი უგულავას გამოგონილი ბრალდებით დაიჭერდნენ ეს ყველამ ვიცოდით. ეს აბსურდული ბრალდებაა. ჩხიკვაძე არის მოსამართლე, რომელიც მას შემდეგ გახდა გახდა მთავრობის მძევალი, რაც ის ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდა… ეს ხელისუფლება არ ფიქრობს არაფერზე, არც ლარზე, არც ქვეყნის ერთიანობაზე, არც საზოგადოების უსაფრთხოებაზე მათი მთავარი ამოცანაა პოლიტიკური ოპონენტების გაჩერება. გიგი უგულავა არ არის მათი ბოლო მარცხი. ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის. იმდენ შეცდომას უშვებს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, რომ ასე ისინი არჩევნებამდე ვერ მივლენ," _ განაცხადა მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ 24-საათიანი თავისუფლების შემდეგ, თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მასთან ერთად ბრალდებული დაით კეზერაშვილი კი, უდანაშაულოდ ცნო.










































.jpg_11635.jpg)
























