თბილისში, 13 ივნისის რამეს მომხდარი სტიქიის დროს დაკარგული ელიზბარ ბაღაშვილის ცხედარი დღეს იპოვეს, _ ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივ მაუწყებელს გარდაცვლილის ახლობლებმა მიაწოდეს. ცხედარი ჯერ სახლში მიასვენეს, შემდეგ კი პროზექტურაში გადაასვენეს.
ოჯახის ვერსიით, დაღუპულს მტკვარში, ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე შემთხვევით მიაგნეს მას შემდეგ, რაც წყლის დონემ მნიშვნელოვნად დაიკლო.
ელიზბარ ბაღაშვილი 13 ივნისს მოსკოვიდან თბილისში რამდენიმე საათის ჩამოსული იყო, მეგობრებთან შეხვედრის შემდეგ სახლში ტაქსით ბრუნდებოდა, მას ოჯახი და შესაბამისი სამსახურები უკვე 3 თვეა, უშედეგოდ ეძებდნენ.
ამ დროისთვის დაკარგულად კიდევ ორი ადამიანი ითვლება. 19 კი, ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია.