ამ წუთებში ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს დარბაზში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილის და პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარის ვახტანგ ზენაიშვილის წინამოსამზადებელი პროცესი იწყება.
ზენაიშვილი მიიჩნევს, რომ ზაზა ურუშაძემ ის უკანონოდ გაათავისუფლა. სწორედ ამის შემდეგ მიმართა მან სასამართლოს.
"გურია ნიუსი" ადგილზე რჩება და სასამართლოზე განვითარებული მოვლენების შესახებ მკითხველს სრულ ინფორმაციას მიაწვდის.