“პრეზიდენტის ახალი ბრძანებულებით, დღეიდან დიდი ჯარიმები წესდება ქალების გაბრაზებისათვის და ასევე შემოდის მატერიალური და მორალური წახალისება მათი სათანადო დაფასებისა და მაქსიმალური ხელშეწყობისათვის” _ ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დღეს გააკეთა და მამაკაცებს მოუწოდა ქალებს გაუფრთხილდნენ.
_ “ზოგი ამბობს, რომ 8 მარტი არ უნდა ვიზეიმოთ, რადგან კლარა ცეტკინის მოგონილი კომუნისტური დღესასწაულია, მაგრამ ჩემი აზრით, ყოველი დღე ქალთა დღე უნდა იყოს ისედაც; ამიტომ, გილოცავთ ქალბატონებო! გისურვებთ ბედნიერებას, კარგ განწყობას და იმას, რომ ყოველი ახალი დღე წინაზე უკეთესი იყოს. როგორც პრეზიდენტი, წელიწადის 365 დღეს საქართველოს ტერიტორიაზე ვაცხადებ ქალთა დღესასწაულად და მოვუწოდებ კაცებს გავუფრთხილდეთ საქართველოს ამ უკეთეს ნაწილს!” _ წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქში.