13-14 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებული ოლეგ ცერცვაძის ოჯახი 37-ეა, ვინც ქონების საფასურის ანაზღაურების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.
წყნეთის ხევში მცხოვრებმა ცერცვაძეების 5 სულიანმა ოჯახმა თანხის ანაზღაურებაზე თანხმობა სულადობის მიხედვით განაცხადა.
სტიქიის შედეგად დაზარალებულ 37 ოჯახს სულ ჯამში 9 835 462 ლარი ჩაერიცხათ.