ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კურორტ გომის მთაზე გათოვდა. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, კურორტი უკვე ბოლო დამსვენებელმა დატოვა. აქ რამდენიმე საათით მხოლოდ ისინი დადიან, ვისაც თოვლიანი მთა ან ნადირობა უყვარს.
ეს ფოტოები გუშინ, სოფელ შემოქმედში მცხოვრებმა, სერგი ლეჟავამ გადაიღო და მოგვაწოდა. ფოტოებზე ნათლადაა ასახული, როგორ გამოიყურება კურორტი ოქტომბერში.