ქალაქ ოზურგეთის მერის, ბეგლარ სიორიძის საქმიანობა მოსახლეობის 56 %-მა დადებითად შეაფასა. გამოკითხვაში, რომელიც ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI ჩაატარა, ბეგლარ სიორიძე 12 თვითმმართველი ქალაქის მერს შორის მესამე ადგილს იკავებს.
"ძალიან სასიამოვნოა, როდესაც შრომა და საქმისადმი პირნათელი დამოკიდებულება ასეთი ფორმით გიფასდება. ჩემთვის საქმიანობის ხარისხის საზომი მოსახლეობის დამოკიდებულებაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯერ ერთი წელია, რაც ქალაქ ოზურგეთის მერი ვარ და კიდევ ძალიან ბევრი სასიკეთო გეგმა მაქვს განსახორციელებელი, ვფიქრობ ჩემი საარჩევნო ვადის ამოწურვამდე, მოსახლეობას კეთილგანწყობის კიდევ დიდ საფუძველს მივცემ.
აღსანიშნავია, რომ მერის არჩევნების დროს ოზურგეთში იმდენად კონკურენტული გარემო იყო, რომ მეორე ტურის საჭიროება დადგა. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მიხარია, რომ ოზურგეთელები საკუთარ არჩევანს არ ნანობენ და ჩემს გვერდით არიან. ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმული ჩემი თანაქალაქელების ასეთი შეფასება გახლავთ", _ აღნიშნა ბეგლარ სიორიძემ.
უახლოეს მომავალში ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, ბეგლარ სიორიძე საზოგადოების წინაშე ერთწლიანი ანგარიშით წარსდგება.
(R)