https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ჯოჯოხეთი” თუ “სამოთხე” – რა ხდება სასჯელაღსრულების სისტემაში

20:10; 12.10.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

პენიტენციური დეპარტამენტის გაუქმება, პატიმართა უფლებრივი მდგომარეობისა და პირობების გაუმჯობესება; რისკების მიხედვით კლასიფიკაცია და შესაბამის დაწესებულებებში გადანაწილება; პირველადი სამედიცინო დახმარება ყველა დაწესებულებაში; ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობის შემცირება; კვების ახალი სტანდარტი; პაემნების რაოდენობის ზრდა _  ეს იმ მიღწევების მცირე ჩამონათვალია, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში სამი წლის განმავლობაში განხორციელდა. თუმცა, უფლებადამცველების ნაწილი ამბობს, რომ უწყებაში პრობლემები რჩება, რეფორმა კი, ნელი ტემპით მიმდინარეობს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა  სამინისტროს მუშაობის სამწლიანი ანგარიში – პენიტენციური სისტემის მიღწევები და არსებული გამოწვევები, საზოგადოებას, მთავრობის წევრებს, დიპლომატიურ კორპუსსა და მედიას, დღეს  გააცნო.

"ჩვენ შევქმენით ახალი რეალობა, რომელიც თავიდან ბოლომდე, მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებთან ერთად, უწყების თითოეული თანამშრომლის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული", _ განაცხადა კახიშვილმა და დასძინა: "ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სისტემური დანაშაული არ ხდება ციხეებში".

"არ არის გამორიცხული და ლოგიკურიცაა, რომ ერთეულ შემთხვევებს ჰქონდეს ადგილი, მაგრამ ამას სისტემური ხასიათი არ აქვს. სამინისტრო არც მალავს მსგავს შემთხვევებს", _ აღნიშნა კახიშვილმა.

"_ ინფრასტრუქტურული პროექტები, კვება, ჯანდაცვა – მნიშვნელოვანი პროგრესია; სამოქალაქო კლინიკებში რომ გადაგვყავს პატიმრები და პლასტიკურ ოპერაციებსაც კი ვუფინანსებთ, რომელსაც  არცერთი დაზღვევის პროგრამა არ უფინანსებს, ესეც პროგრესია. რაციონი რომ 12 მენიუსგან შედგება – პროგრესია. კვებაზე რომ გაზრდილია დაფინანსება, ესეც პროგრესია.  ასევე მივაღწიეთ რამდენიემ დაწესებულების გამოკლებით ევროპულ სტანდარტს კვადრატულ მეტრებთან დაკავშირებით. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ კმაყოფილებით უნდა ვუყუროთ იმას, რაც ხდება.

დავნერგეთ ახალი სისტემები, ძალიან მალე დავიწყებთ, იმ პატიმრების გაყვანას სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან, რომლებსაც მუშაობის სურვილი ექნებათ და ინდივიდუალური კონტრაქტების დადებას იმისთვის, რომ დასაქმდნენ და ღირსეული ხელფასი მიიღონ. რატომ უნდა დავიქირავოთ რომელიმე ფირმა და გადავიხადოთ მეტი, როდესაც  გვყავს უამრავი ადამიანი, რომლებიც პროფესიას ფლობენ და მუშაობის სურვილი აქვთ. ისინი მიღებული ხელფასით ოჯახსაც კი უზრუნველყოფენ მატრერიალურად.

გარდა ამისა, ვიცით, რომ ციხეებში წლების განმავლობაში ხდებოდა სხვადასხვა ნაკეთობების დამზადება, თუმცა ეს გამოფენების ფარგლებს არ სცილდებოდა, ახლა ვამზადებთ საიტს, სადაც პატიმრების მიერ დამზადებული ნივთების გაყიდვა იქნება შესაძლებელი, თანხები კი ელექტრონულ ბარათზე გადაერიცხებათ", _ აღნიშნა კახიშვილმა.  

"_ვნერგავთ ელექტრონული მონიტორინგის სისტემას. დავიწყეთ არასრულწლოვანი მსჯავრდებულებით და დავასრულებთ სრულწლოვანი პატიმრებით. სადაც არ არის საჭიროება, რომ ადამიანი იჯდეს ციხეში, არ უნდა იჯდეს. ამისთვის ალტერნატული კონტროლის მექანიზმი ინერგება. ერთ-ერთი ძვირადღირებული სამაჯურები შევიძინეთ და დავნერგავთ.

ამასთანავე, საქართველოს მთავრობა მუშაობს ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიების მექანიზმზე, სულ მალე წარმოადგენს საკუტარ მოსაზრებას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში ცვლილებათა პაკეტს, სადაც რამდენიმე ეფექტური აღკვეთის ღონისძიების სახე დაემატება და ჩვენი სამინისტროს კონტროლის ქვეშ იქნება.

გარდა ამისა, სახალხო დამცველის სპეციალური ჯგუფის წევრებს მიეცემათ ციხეებში ფოტოგადაღების უფლება. ეს იყო ერთ-ერთი სერიოზული პოლემიკის და დისკუსიის საგანი. პარლამენტმა ამას მხარი დაუჭირა და სახალხო დამცველს 2016 წლიდან მიეცემა საშუალება თავად მსჯავრდებულის, ბრალდებულის სხეულზე არსებული დაზიანების ფოტოგრაფირების უფლება, ასევე მათი განთავსების და სანიტარულ-ჰიგიენური ადგილების ფოტოგადაღების უფლებაც. ერთია, რომ რეგულაცია არსებობს კანონში, მაგრამ მეორე, რომ წესები იყოს შემუშავებული, რადგან ეს ფოტოები იყოს საქმისთვის გამოყენებული და არა უაზრო პიარისთვის. ამიტომ აქტიურად ვმუშაობთ ბრძანების დახვეწაზე", _ აღნიშნა კახიშვილმა.

სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე რეფორმას "შთამბეჭდავს" უწოდებს უწყების ყოფილი ხელმძღვანელი, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარიც.

"ძალიან შთამბეჭდავი ცვლილებებია. ორი რამ არის, რაც აუცილებლად უნდა იყოს და ორივე წარმატებით ხორციელდება – ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა ღირსეულ პირობებში და წესრიგი. ორივე მიმართულებით წინსვლა აქვს უწყებას", _ აღნიშნა სუბარმა ჟურნალისტებთან სამინისტროს სამწლიანი ანგარიშის მოსმენის შემდეგ.

თუმცა, მიუხედავად სასჯელაღსრულების სისტემაში დანერგილი სიახლეებისა, უფლებადამცველთა ნაწილი მიიჩნევს, რომ უწყებაში პრობლემები ჯერ კიდევ რჩება.

უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი, რომელიც დღეს სასჯელაღსრულების სამინისტროს სამწლიანი ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო, "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ გაკეთებული ბევრია, თუმცა გასაკეთებელი კიდევ უფრო მეტია.

"გაკეთებული საკმაოდ ბევრია, რადგან აქამდე ამ სისტემისთვის თავისუფლად შეიძლებოდა ჯოჯოხეთი დაგერქმია, ახლა მიდგომები შეიცვალა.

ეს "ჯოჯოხეთი" სჭირდებოდათ და ასეთით მართავდნენ ქვეყანას. ქვეყნის ხერხემალი სწორედ ეს იყო, არა პოლიცია, პროკურატურა და სასამართლო; ამ "ჯოჯოხეთიდან", ხდებოდა ყველა პრობლემის გადაჭრა – დაწყებული სამართლებრივი, ფინანსურ, ეკონომიკური, პოლიტიკურით; არჩევნებით, ასევე, ბიუჯეტის შევსებისთვისაც ი იყენებდნენ. დღეს  ეს ჯოჯოხეთური სისტემა მოიშალა და  ეს, რა თქმა უნდა, კარგია. ბევრი გაკეთდა, მაგრამ ვერ ვიტყვით რომ იქ ახლა სამოთხეა, მაგრამ რეალურად არის ადამიანური პირობები", _ აღნიშნავს ნიკოლაიშვილი.

უფლებადამცველი უწყებაში არსებული პრობლემებიდან რამდენიმე მნიშვნელოვანს გამოყოფს და ამბობს, რომ უდო-ს კომისიის მუშაობა, რისკების მიხედვით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა დროულად განთავსება, ციხეების დაუსრულებელი რემონტი, ძველი კადრები, – ჯერ კიდევ პრობლემად რჩება.

"მესმის, რომ რეჟიმის მოთხოვნები, ადამიანური და არა "სადისტური" წესრიგი უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს. მაგრამ ვხედავ, რომ კვლავ ძალიან პრობლემურია ვადამდე პირობით ადრე გათავისუფლების (უდო) საკითხი. რეალურად, ვადამდე პირობით ათავისუფლებენ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც 2-3 თვე აქვთ დარჩენილი. ეს კანონისმიერი მუშაობა არ არის, რადგან კანონში წერია, რომ თუ არის მძიმე დანაშაული ჩადენილი 2/3 უნდა ჰქონდეს მოხდილი, თუ ნაკლებადმძიმეა, ნახევარი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მქონე პატიმრები კი ¾-ის მოხდის შემდეგ გათავისუფლდებიან. სამინისტროში ამ საკითხს ძალიან ფორმალურად ეკიდებიან. გარდა ამისა, პატიმრებს, რომელთა საქმეებსაც განიხილავენ, არც ნახულობენ. 300-400  პატიმრის საქმეს  როცა განიხილავენ, მესმის რომ ძნელია მათთან შეხვედრა, მაგრამ არცერთთან არ მიდიან. უბრალოდ, ქალღალზე დაწერილ მონაცემებს ამოწმებენ. კურიოზია ის ფაქტიც, რომ უდო–ს კომისიის გადაწყვეტილების მხოლოდ გაუქმების უფლება რომ აქვს მოსამართლეს. კომისია კი, ხელახლა საქმეს არ განიხილავს. ასაჩივრებს გადაწვეტილებას უზენაესში და ასე დროც გადის და საჭიროებაც აღარ არის ამ კომისიით პატიმრის გათავისუფლების. ამ საკითხზე ნალაპარაკები მაქვს მინისტრთან და უთქვამს, რომ შესაძლებელია, მთლიანად სასამართლოზე  გადავიდეს პატიმართა გათავისუფლების საკითხი და ეს კომისია გაუქმდეს. ეს გამოსავალი იქნება", _ აღნიშნავს ნიკოლაიშვილი.

გარდა ამისა, ნიკოლაიშვილს მიაჩნია, რომ სისტემაში პრობლემად რჩება ძველი კადრების არსებობაც.

"მართალია მასობრივად არა, მაგრამ ისევ არიან ძველი კადრები. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ კვება და სამედიცინო მომსახურება გამოსწორდა, მოთხოვნილებებს მაინც ვერ აკმაყოფილებს. პატიმართა რაოდენობა თანდათან იზრდება, არ მცირდება. რეალურად, პრობლემა არის ის, რომ ამბობენ, ახლა ამ დაწესებულებას გავხსნით, ცოტა ხანში იმ დაწესებულებასო, სადაც რისკების მიხედვით განათავსებენ პატიმრებს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს პროცესი ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს.

მაგალითად, მე-7 დაწესებულება რომ არსებობს, ეს უკვე პრობლემაა.  როგორც სახალხო დამცველი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიც ამბობენ, რომ ეს არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც დადგენილია. აქ სულ რამდენიმე ათეული პატიმარია და მათი გადაყვანა სხვა დაწესებულებაში პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. ესენი კი, ლაითურის გახსნას ელოდებიან, რომელიც ძალიან გვიან იქნება. მხოლოდ ჩონჩხია და 2 წელი მაინც დასჭირდება მის წესრიგში მოყვანას. მე-6 დაწესებულება აშენებულია, რემონტი მიმდინარეობს, სადაც პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს ამ პატიმრების განთავსება, სულ რაღაც 40 ადამიანზეა საუბარი. ამაზე დიდი ხანია მიდის ლაპარაკი მაგრამ პრობლემა არ წყდება.

გარდა ამისა, მე-16 დაწესებულებაზე რომ თქვეს ხალხს ვასაქმებთო, კი ასაქმებენ, მაგრამ სულ რამდენიმე ათეული კაცია გადაყვანილი, მაშინ, როდესაც 1000-ზე მეტი ადგილია. ამბობენ, რომ დასაქმებისთვის ადგილები არა აქვთ, ამიტომ იქ პატიმრებს ტყუილად ვერ გადაიყვანენ, მიდგომა კარგია, მაგრამ რამდენიმე ათეული ადამიანის გადაყვანა საქმეს ვერ წყვეტს, მაშინ, როდესაც 1000-1500  ადამიანის ადგილი ცდება. უნდა მოახერხონ სამუშაო ადგილების შექმნა და დროშასავით გამოკიდებული არ უნდა ჰქონდეთ, რომ ე.წ. სამუშაო ზონა გავხსენითო. ძალიან ბევრი პატიმარი მიკავშირდება და გამოთქვამს სურვილს, გადასვლისას და მუშაობისას. მთავარია, რასაც ამბობენ სამინისტროში დროულად განხორციელდეს, რადგან ე.წ. რემონტები და გახსნები ძალიან გაიწელა", _ აცხადებს ნიკოლაიშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორი გიორგი კლიაშვილი სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ გამჭვირვალობის თვალსაზრისით, სისტემა უფრო მეტად გახსნილია, ვიდრე წინა წლეში იყო.

"ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია სისტემაში. ჩვენ გვქონდა პობლემა სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით, თუმცა, ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ ეს პრობლემა აღმოიფხვრა, რაც მისასალმებელი და დასაფასებელია", _ აღნიშნა კლდიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

NDI-ს კვლევები ოზურგეთულ ჭრილში

მღვდელმა მოსწავლე თანატოლებს გააროზგვინა _ სკანდალი სამრევლო სკოლაში

ყველა სიახლე

საზოგადოება

შეკვეთილის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი დაშავდა — ადგილზე სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული

18:58; 13.09.2026
მსოფლიო

ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

18:13; 13.09.2026
სამართალი

ავარია რუსთავში: ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

17:34; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026
ზაფრანი

რომელ 2 ნიშანს ელოდება დიდი ცვლილებები ხანგრძლივი სტრესული პერიოდის შემდეგ? – ასტროლოგების პროგნოზი

9:44; 13.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
0

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო