გურიის სამხარეო სამმართველოში საკადრო ცვლილებები დაიწყო.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს უფროსად დავით წულაძე დაინიშნა, ოზურგეთის პოლიციის სამმართველოს კი სოსო სულაბერიძე უხელმძღვანელებს.
ჩოხატაურისა და ოზურგეთის პოლიციის უფროსების დანიშვნის ბრძანებები უკვე დაწერილია.
რაც შეეხება გურიის სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას, იგი ამ დრომდე ვაკანტურია. თუმცა, როგორც "გურია ნიუსის" წყარო ამბობს, ამ პოსტზე ავთო გიორგაძე ინიშნება, რომელიც ოზურგეთში წლების წინ ნარკოტიკებთან ბრძაოლის სამსახურს ხელმძღვანელობდა.