ჩოხატაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრში საქრთველოში მცხოვრებ ყოფილ და პოტენციურ მიგრანტთა საგანმანათლებლო და ბიზნეს საქმიანობის ხელშემწყობი პროექტის – "დაბრუნდი საქართველოში" – პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტს ახორციელებს გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (DVV International) საქართველოს ოფისთან და ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბთან პარტნიორობით.
_ პროექტის მიზანია საქართველოდან მიგრაციის შემცირების ხელშეწყობა, პოტენციურ და დაბრუნებულ მიგრანტთათვის საარსებო წყაროს შექმნის ეფექტური სტრატეგიების შემუშავება, _ აღნიშნა პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამარ ღლონტმა.