"გურია ნიუსის" მიერ გამოქვეყნებულ ექსკლუზიურ სტატიაზე, რომლის თანახმადაც მამა ვახტანგმა მოსწავლე თანატოლებს გააროზგვინა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
შსს-ს პრესსამსახურის იფნორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლითაა დაწყებული.
ფაქტს უკვე სწავლობს განათლების სამინისტრო და სახალხო დამცველი.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ფაქტი "გურია ნიუსთან" სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და სხვა სასულიერო პირებმაც დაადასტურეს.
სამრევლო სკოლის მოსწავლეების თქმით, მამა ვახტანგი "ურჩ" მოსწავლეებს "ხუმრობით სჯის":
_ ზოგჯერ მეტანიებს გვაკეთებინებს, ზოგჯერ დაჩოქებას გვთხოვს, თუმცა, წკეპლით გაროზგვის ფაქტს ადგილი მხოლოდ ერთხელ ჰქონდა, _ აღნიშნავენ სამრევლო სკოლის მეცხრეკლასელები, რომლებისთვისაც დასჯის ამ მეთოდებში უცნაური და განსაკუთრებული არაფერია.
ვრცლად იხილეთ სტატია: მღვდელმა მოსწავლე თანატოლებს გააროზგვინა _ სკანდალი სამრევლო სკოლაში



































































