საქართველოს ტერიტორიაზე უახლოესი დღეების განმავლობაში ტემპერატურის მატება მოსალოდნელი არ არის.
როგორც "გურია ნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოლოგიური დეპარტამენტის ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების სამსახურის უფროსმა ხათუნა ქოქოსაძემ განუცხადა, 17 ოქტომბრიდან გამოიდარებს.
"წვიმა და დაბალი ტემპერატურა დღეს მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ხვალ ინტენსივობა იკლებს, მაგრამ როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდი და დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება. 17 ოქტომბრიდან გამოიდარებს დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლში. კახეთისა და ქვემო ქართლის ზოგიერთ რაიონში ისევ წვიმებია, დანარჩენ რაიონებში მაქსიმალური ტემპერატურა 11-16 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო დასავლეთ საქართველოში 20-24 გრადუსამდე დათბება. თოვლჭყაპი მაღალმთიან რაიონებშიც არ არის მოსალოდნელი, რადგან ღამის ტემპერატურამ მოიმატა", _ აღნიშნა ხათუნა ქოქოსაძემ.
































































