ოზურგეთის საგანმანათლებო რესურცენტრის ხელმძღვანელის ლელა იმედაშვილის ინფორმაციით, "გურია ნიუსის" მიერ გამოქვეყნებულ ექსკლუზიური სტატიით, რომლის თანახმადაც მამა ვახტანგმა მოსწავლე თანატოლებს გააროზგვინა, განათლების სამინისტრო უკვე დაინტერესდა:
_ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი მოქმედებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ,, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპური დებულებით“ განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. ეს დებულება არეგულირებს რესურსცენტრის მოქმედების არეალს კერძო სკოლებთან მიმართებაში.
ოზურგეთის წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლა კერძო სკოლათა რიგს მიეკუთვნება. კერძო სკოლები, კანონის შესაბამისად, გადიან ავტორიზაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში და მათ საქმიანობაზე მონიტორინგის ფუნქცია სწორედ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს აკისრია.
ვინაიდან დღეს დასვენების დღეა, უკვე ხვალიდან განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის წარმომადგენელთა ჯგუფი სამრევლო სკოლაში იქნება და დაიწყებს მომხდარი ფაქტის შესწავლას, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას იმედაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ჩვენს მიერ გახმაურებ ფაქტს სწავლობს სახალხო დამცველიც.
იხილეთ სტატია: მღვდელმა მოსწავლე თანატოლებს გააროზგვინა _ სკანდალი სამრევლო სკოლაში
































































