7 მარტს, პოლონეთის ელჩი, ურსულა დოროშევსკა, მეუღლესთან ერთად, ლანჩხუთის ბავშვთა დღის ცენტრს, “იავნანას” ეწვია. სტუმარს შეხვდნენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძე, მისი მოადგილე ზვიად აფხაზავა, ასევე, საკრებულოსა და გამგეობის სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლები.
ცენტრში ბავშვებმა ელჩს წარმოდგენა გაუმართეს, რომლითაც ელჩი კმაყოფილი დარჩა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ნიკა ჯაიანის, ანა წილოსანის, თორნიკე ხრიკაძის, მათე აბაშიძის და თამარ სარჯველაძის მიერ შესრულებული ნომრები.