საინფორმაციო სააგენტო "გურია ნიუსის" ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას "ოცნების ქალაქის" აუხდენელი ოცნება"-ს ბათუმში მცხოვრები ქალბატონი ინგა გოგიბერიძე გამოეხმაურა.
ის "ოცნების ქალაქში" იმყოფებოდა და იქ მცხოვრები ბავშვებისთვის აქცია გამართა.
ინგა გოგიბერიძე მწერალი და ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდული განყოფილების უფროსია.
"ოცნების ქალაქში" მივედით. ბათუმთან ახლოს,ხელვაჩაურში, ყოფილი 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე, სადაც სხვა ფიქრები ტრიალებს. ბევრისთვის უცნობი და მიუწვდომელი ფიქრები… და ეს ფიქრები პირდაპირ ჩემთან მოფრინავენ…გაუსაძლის პირობებში მცხოვრები დიდები და პატარები, ულამაზესად დაბანილ -დავარცხნილი საყვარელი ბავშვები, რომლებიც კომპიუტერზე კი არა, უფრო მეტად წიგნებზე ოცნებობენ… ოცნებობენ ,რომ სწავლითა და კარგი ქცევით, (როგორც იქ დედამ უთხრა მათ) მალე გააღწიონ თავი ამ ქალაქს და ნამდვილ ოცნების ქალაქში იცხოვა.- რონ!!
წამოვედი….ფიქრით იმაზე, რომ თურმე ამ შესანიშნავ პატარებს გარდა კამფეტებისა და სათამაშოებისა, ძალიან ძალიან უყვართ წიგნი და კითხვა-
გვითხრა თავისი შთაბეჭდილებების შესახებ ინგა გოგიბერიძემ.
ინგა გოგიბერიძემ ბავშვებს ტანსაცმელი და წიგნები გადასცა საჩუქრად. მანვე აქციის დროს რამდენიმე მოთხრობა და ლექსი წაიკითხა.
" ეს ჩემი პირადი წიგნები იყო და შემოწირულობები, რომელსაც მიგზავნიან მე როგორც ადამიანს, ვინც წიგნებს უკითხავს ბავშვებს."- თქვა ინგა გოგიბერიძემ.
/