ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს მიაჩნია, რომ ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, და მეტი სტიმული ადგილობრივ წარმოებას მიეცეს. თუმცა, იმისათვის, რომ ზემოთ აღნიშნული განხორციელდეს აუცილებელია მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროში ინტენსიური მუშაობა უკვე დაწყებულია და რეალური შედეგები ცნობილი მალე გახდება.
ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებს, მედიკამენტების ხარისხის საკითხსა და ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფართოების ინიციატივას, აღნიშნული მედიკამენტების ვარგისიანობასა და ნდობის ფაქტორს, ოტორინოლარინგოლოგი მიშა ხუჯაძე გამოეხმაურა და სამინისტროს 3 წლიანი მუშაობა დადებითად შეაფასა.
რაც შეეხება ჯენერიკებს, რომლის სეგმენტის გაფართოებაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით იგეგმება ოტორინოლარინგოლოგი განმარტავს: „ეს მიდგომა აპრობირებულია ბევრ ქვეყენაში. დღეს ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასები თითქმის გაორმაგებულია. არსებობს საზოგადოების ფენა, რომელიც ფიზიკურად ვერ შეიძენს ძვირადღირებულ პრეპარატებს.
ჯენერიკი ცუდს და უხარისხოს არ ნიშნავს, ამიტომაც რა საკვირველია, აუციელებლია მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრება. "რაღაცის“ ალტერნატივა ყოველთვის მისასლემებელია.“