https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

არასამთავრობოები ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან

12:10; 23.10.2015
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:  

"განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით ქვეყანაში განვითარებულ მწვავე პროცესებს და მიგვაჩნია, რომ უკანასკნელ პერიოდში ნათლად იკვეთება მედია და პოლიტიკური პლურალიზმისთვის, ასევე საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შემცველი ქმედებების გააქტიურება სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან. არსებობს პროცესების დამატებითი ესკალაციისა და ძალადობრივი აქტების რეალური საფრთხე, რაც ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფის მხრიდან განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს.

ბოლო დღეებში ორგანიზებული ხასიათი მიიღო ოპოზიციურ პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე" განხორციელებულმა თავდასხმებმა. განხორციელებული თავდასხმების ქრონოლოგია და მოკლე აღწერა მოცემულია განცხადების ბოლოს. გავრცელებული ინფორმაციით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დედაქალაქის და ფაქტობრივად ყველა რეგიონულ ოფისთან გამართული საპროტესტო აქციების შედეგად განხორციელებულ თავდასხმებში მონაწილეობას, "ქართული ოცნების" პარტიულ აქტივისტებთან ერთად, სოფლის რწმუნებულები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სხვა წარმომადგენლებიც იღებდნენ.   პარტიის ოფისების გარდა, თავდასხმა ასევე განხორციელდა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაზეც. თავდასხმების თანადროულობა, ხელწერა და ფორმები მის ორგანიზებულ და დაგეგმილ  ხასიათზე მიუთითებს. ამასთან, მანამდე თავდასხმები განხორციელდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე, რაზეც 21 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ უკიდურესად შემაშფოთებელი განცხადება გაავრცელა, სადაც მიმართვს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავჯდომარეს და სასამართლოსა და მოსამართლეების წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო ქმედებების გამოძიებას ითხოვს. ვითარების ანალიზისთვის გასათვალისწინებელია წამების კადრების საჯარო ჩვენების შემთხვევებიც და საჯარო სივრცეში გაჟღერებული მოწოდებები ძალადობისკენ, რაც ასევე, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

აღწერილი მოვლენების ფონზე კიდევ უფრო შემაშფოთებელია 22 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის გამართლების მცდელობის შთაბეჭდილებას ტოვებს. უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან გაკეთებული მსგავსი განცხადება ძალადობის გამართლებასა და წახალისებას წარმოადგენს და შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მართლწესრიგის უზრუნველყოფას ქვეყანაში.   

დამატებით გვსურს აღვნიშნოთ, რომ სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება და მათი მხრიდან კანონიერი ვალდებულებების შესრულება არაერთგვაროვანია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ინდივიდუალურად მოსამართლეების მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება დღემდე არ მომხდარა, ასევე რეაგირების გარეშე დარჩა, ან მინიმალური რეაგირება მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი დეპუტატებისთვის მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის არაერთ შემთხვევაზე. ამის პარალელურად, ხდება  ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" მხარდამჭერი აქციის მონაწილეების დაკავება, სისხლისსამართლებრივი საქმის წამროების დაწყება და მათთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება.

ძალადობა და ძალადობის მუქარა ნებისმიერ შემთხვევაში სამართალდარღვევას წარმოადგენს, რა დროსაც სამართალდამცავ ორგანოებს ეკისრებათ ვალდებულება, მოახდინონ ადეკვატური და ეფექტური რეაგირება, თუმცა რეაგირება არ უნდა იყოს შერჩევითი. დაუშვებელია, სამართალდამავი ორგანოების მხრიდან ორმაგი სტანდარტით მოქმედება, რადგან აღნიშნული პირდაპირ ბადებს ეჭვებს ამ სისტემის პოლიტიზირებაზე და მისი ვიწრო პარტიული ინტერესებით გამოყენებაზე.

რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობას აქციებში, მართალია, საჯარო მოხელეს არ ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა და თავისი პოლიტიკური შეხედულებების საჯაროდ გამოხატვა, თუმცა აღნიშნული უნდა განხორციელდეს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონთან სრულ შესაბამისობაში, რომლის თანახმადაც საჯარო სამსახურს გააჩნია უპარტიო ხასიათი და სახელმწიფო მოსამსახურეს არ აქვს უფლება თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს პარტიული საქმიანობისათვის.

დაძაბული პოლიტიკური პროცესების ფონზე აუცილებლად მიგვაჩნია ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ აღკვეთოს ძალადობრივი ქმედებები, თავი შეიკავოს აგრესიული რიტორიკისა და ძალადობის წამახალისებელი  საჯარო განცხადებებისგან და უზრუნველყოს სტაბილური და მშვიდი სამოქმედო გარემო ყველა საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ჯგუფისთვის. პოლიტიკური წრეების წარმომადგენელთა და სამართალდამცავი სისტემის ხელმძღვანელობის საჯარო რიტორიკა მთლიანად მიმართული უნდა იყოს სტაბილურობისა და პლურალური გარემოს მხარდაჭერისაკენ, სადაც სათანადო რეაგირება მოხდება ყველანაირ ძალადობრივ აქტზე. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ამ პროცესში საკუთარი პასუხისმგებლობა გაიაზროს ყველა პოლიტიკურმა თუ საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, რომელიც გავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზრისა და განწყობების ჩამოყალიბებაზე.

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია მიანიშნებს ერთიან გეგმაზე, რომელიც აშკარად მიმართულია მრავალფეროვანი და კრიტიკული საჯარო სივრცის დავიწროვებისკენ, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია. ამგვარი დამოკიდებულებით პირდაპირ ჩნდება სამოქალაქო დაპირისპერების რისკი და საფრთხე ექმნება მრავალპარტიულ დემოკრატიას, რაშიც ცხადია ხელისუფლებას ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, ყველა პოლიტიკურ ძალასა და ადგილობრივ ხელისუფლებას იმოქმედონ კანონმდებლობის დაცვითა და პატივისცემით, ყველაფერი გააკეთონ ქვეყანაში სტაბილური და მშვიდი გარემოს შესანარჩუნებლად, თავი შეიკავონ აგრესიული ქმედებებისა და განაცხადებებისგან.

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისებზე განხორციელებული ქმედებების ქრონოლოგია და აღწერა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისების დარბევა რეგიონებში

1. სამეგრელო

ზუგდიდი

22 სექტემბერს, გავრცელებული ინფორმაციით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ოფისი დაარბიეს. მედიის ცნობით, დაუდგენელმა პირებმა ოფისს ქვები და საღებავები ესროლეს, ჩაამსხვრიეს ფანჯრები და დატოვეს შემდეგი შინაარსის წარწერები – "აიკრძალოს ნაციონალები და ნაციონალური მოძრაობა".

ფოთი

ასევე გავრცელდა ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობის" ფოთის ოფისზე განხორციელებული თავდასხმის შესახებაც. როგორც გაირკვა, ფოთში პოლიტიკური პარტიის ოფისს კვერცხები და საღებავები ესროლეს, შედეგად დაზიანდა შენობს ფასადი.

მსგავსი თავდასმები განხორციელდა ხობის, აბაშისა და ჩხოროწყუს რეგიონულ ოფისებზეც.

2. გურია

ლანჩხუთი

"ნეტგაზეთის" ინფორმაციით, 21 სექტემბერს, ლანჩხუთში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის შესასვლელი კარი შეადუღეს. აქციის მონაწილეებმა შეურაცხყოფა მიაყენეს "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტსაც.

ოზურგეთი

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავს დაესხნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონულ ოფისსაც, წითლად არის შეღებილი ოფისის ფასადი, ასევე გაკეთდა წარწერები "მკვლელები", "ქათმების საქათმე".

ჩოხატაური

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისი წითლად შეღებეს ჩოხატაურშიც.

3. სამცხე-ჯავახეთი

ახალციხე

ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ ახალციხეში დაუდგენელმა პირებმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი წითლად შეღებეს და დატოვეს წარწერა "მკვლელები”.

ასპინძა

მედიის ინფორმაციით, ასპინძაში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი წითლად შეღებეს და კარებთან დატოვეს წარწერა: "მკვლელები, ქათმები".

4. აჭარა

ბათუმი

22 სექტემბერს, დაუდგენელმა პირება "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ოფისი წითლად შეღებეს. 20 სექტემბერს კი "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლებმა სცადეს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შეჭრა, თუმცა მათ ამის საშუალება ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა არ მისცეს. აქციის დროს დააკავეს "თავისუფალი თაობის" აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჯემალ დუაძე.

აქცია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან გაიმართა 19 სექტემბერსაც, თუმცა სერიოზულ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

ქედა

22 სექტემბერს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ოფისი წითლად შეღებილი დახვდათ. პარტიის აქტივისტები აცხადებენ, რომ ოფისი ქედის გამგებლის დავალებით დაარბიეს.

შუახევი

თავდასხმა ასევე განხორციელდა შუახევის რეგიონულ ოფისზე.

5. ქვემო ქართლი

რუსთავი

თავდასხმა განხორციელდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რუსთავის ოფისზეც. აქაც ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ოფისის შენობას საღებავები ესროლეს და შეურაცხმყოფელი წარწერები განახორციელეს.

თეთრიწყარო

თავდასხმა განხორციელდა თეთრიწყაროს ოფისზეც.

6. შიდა ქართლი

გორი

მორიგი თავდასხმა განხორციელდა ნაციონალური მოძრაობის გორის ოფისზე, წითლად არის შეღებილი შენობის ფასადი, ჩამსხვრეულია შუშები, დაზიანდა ოფისის მიმდებარედ მდგარი ავტომობილებიც. "ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისს რამდენიმე დღის წინაც დაესხნენ თავს, აჭედეს კარები და ფანჯრებზე გამოაკრეს წარწერა "ლიკვიდირებულია".

7. იმერეთი

ქუთაისი

22 სექტემბერს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ოფისი წითლად შეღებეს. დაუდგენელმა პირებმა ოფისთან დატოვეს წარწერა "მკვლელები".

ოპოზიციური პარტიის ქუთაისის ოფისთან ხმაური იყო 19 სექტემბერსაც. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მმართველი კოალიციის მხარდამჭერებმა ოფისთან ცოცხები მიიტანეს, ოფისის კარები აჭედეს და დატოვეს წარწერა "ლიკვიდირებულია". პოლიციამ აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავა, მოგვიანებით კი სასამართლომ 50 ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა.

სხვა ოფისები

ქუთაისის გარდა იდენტური ტიპის თავდასმები განხორციელდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის იმერეთის რეგიონის შემდეგ ოფისებზე:საჩხერე, ხარაგაული, წყალტუბო

8. კახეთი

თავდასხმები განხორციელდა ასევე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თელავისა და გურჯაანის ოფისებზეც. ისევე, როგორც სხვა რეგიონებში, აქაც აგრესიულად განწყობილმა პირებმა ოფისებს საღებავები ესროლეს და მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს", _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, იდენტობა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, სამოქალაქო განვთარების სააგენტო (სიდა), ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველო", სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), კონსტიტუციის 42-ე მუხლი. 

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:38; 16 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

20:43; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“

17:38; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

14:11; 15 სექტემბერი, 2026

ყოფილი პარლამენტარი პენსიას ითხოვს

"რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეუთო ეხმაურება

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა

21:19; 16.09.2026
მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა

ყაველაშვილმა ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

18:48; 16.09.2026
სამართალი

ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში – ლილუაშვილის ადვოკატი

18:40; 16.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

18:23; 16.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის ყოფილ უფროსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18:15; 16.09.2026
ფინანსები

SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს

17:45; 16.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:38; 16.09.2026
ფინანსები

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი 17 სექტემბრისთვის

17:12; 16.09.2026
სამართალი

შსს-მ ქვემო ალვანში 10 წლის ბავშვის მიმართ შესაძლო იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

17:07; 16.09.2026
ფინანსები

Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ $2.7 მილიარდად შეაფასა

17:00; 16.09.2026
პოლიტიკა

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია

16:54; 16.09.2026
x
პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე – Enka-სთან დაკავშირებით ვაშინგტონის გადაწყვეტილებაც ექვემდებარება გასაჩივრებას

16:34; 16.09.2026
სამართალი

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინეს

14:58; 16.09.2026
ფინანსები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

14:54; 16.09.2026
პოლიტიკა

პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები დაამტკიცა

14:49; 16.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო